გამგეობა: კრწანისში ცხრა სახლის კაპიტალური გამაგრება სრულდება

375

კრწანისში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრებები გრძელდება.

კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, თელეთის მესამე შესახვევი N4 -ის მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.

“პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 141 000 ლარია, სარდაფში მიწის გამაგრების სამუშაოები შესრულდება, გამაგრდება საძირკველი, მოხდება მთლიანი ფასადის, ეზოსა და აივნების სრული რეაბილიტაცია’, – განმარტავენ გამგეობაში.

ამ ეტაპზე, კრწანისში ცხრა სახლის კაპიტალური გამაგრება სრულდება.