პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სოციალური დახმარების პაკეტები, რომელიც მთავრობამ პანდემიის დროს შეიმუშავა, 721 ათასმა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მიუხედავად ყველა იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკი წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამ შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე”, — აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, გახარიამ თქვა, რომ უნდა გადაიხედოს იმ მოქალაქეების სია, რომელთაც შეიძლება, სოციალური დახმარება გაეწიოთ.
პრემიერის განცხადებით, რამდენიმე დარგში აქტივობები საგრძნობლად არის გაზრდილი და ბოლო თვის განმავლობაში უძრავი ქონების გაყიდვებმა მოიმატა.
“უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, რეექსპორტის გამოკლებით ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7%. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.