დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში ასფალტის მოწესრიგება სრულდება

373

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში ასფალტის მოწესრიგებას ასრულებს.

“მეექვსე კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ 800 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა, ტერიტორიაზე დაზიანებული ბორდიურებიც შეიცვალა. დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 5ა კორპუსთან კი 1 530 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო, მეორე ფენის დაგება უახლოეს დღეებში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ კორპუსების ეზოების მოწესრიგებასთან ერთად, აღნიშნული კვარტლის მერვე კორპუსიდან მეთექვსმეტე კორპუსებამდე არსებული დაზიანებული ბორდიურისა და ტროტუარის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს, რომლისთვისაც ჯამში 145 000 ლარია გამოყოფილი.