ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ახალი სკვერი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი დაიხარჯა. ადგილზე მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი სივრცე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, მოეწყო გამწვანების ზოლი, სავარჯიშო მოწყობილობები.
სკვერის გახსნას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ კვიცარიძესთან და ავტოქარხანაში მერის წარმომადგენელ გიგა ციბაძესთან ერთად დაესწრო . დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქუთაისში, მიმდინარე წელს 10 სკვერი მოეწყობა და სრულად განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა.
,,ქუთაისში სკვერების მოწყობაზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა. ნიკეას ქუჩის 44ა-ს მიმდებარედ და კოსტავას ქუჩის დასაწყისში 2 ახალი სკვერი მოეწყობა. სამუშაოების ღირებულება, სატენდერო პირობების თანახმად, ნიკეას სკვერზე 143 398.00 ლარია, ხოლო კოსტავას ქუჩის დასაწყისში მოსაწყობი სკვერის სამუშაოებზე 75 116 ლარი დაიხარჯება. სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა ი. ჭავჭავაძის გამზ #52 მიმდებარედ არსებული სკვერის რომლის ღირებულებაც 84 976 ლარია.
სკვერი მოეწყობა ზ. გამსახურდიას და ჟ. შარტავას ქუჩების გადაკვეთაზეც, ღირებულება 77 932 ლარია. სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის მე-8 ჩიხთან, ღირებულება 117 804 ლარი. სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა რუსთაველის # 120 კორპუსის მიმდებარედ, რომლის ღირებულება 234, 056 ლარია. სკვერი მოეწყობა ნიკეას ქუჩის 72 ნომერში. უკვე დასრულდა სკვერის მოწყობის სამუშაოები სულხან-საბასა და ლეონიძის ქუჩებზე,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.