თბილისში კრავეიშვილის ქუჩაზე სახლის გამაგრება მიმდინარეობს

546

მთაწმინდაზე, ბ. კრავეიშვილის ქუჩა N5-ში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება.

მთაწმინდის გამგეობის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება. ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება და სეისმური სარტყელის მოწყობა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობს.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 155 242 ლარი დაიხარჯება.