თბილისში წერეთლის გამზირზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

479

დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, ახალი მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.

გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აკაკი წერეთლის გამზირის N82-ში 850 კვ.მ ფართობზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.

“პროექტით გათვალისწინებულია გარეგანათების სისტემის მოწყობა, სკამებისა და ურნების განთავსება. ასევე, განთავსდება საბავშვო სივრცე. საშემოდგომო რგვების დროს, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.

მოსასვენებელი სივრცის მოწყობას, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გია კონსტრაქშენ“ 136 775 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს”, – განმარტავენ დიდუბის გამგეობაში.