გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელი ძველი ხიბულას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს. დღეის მდგომარეობით, სოფელ ძველ ხიბულაში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს, მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი. პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემას და ადგილობრივებს...
ცაგერის მუნიციპალიტეტში მწვანე თეატრიდან მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და კიბეების მოწყობა მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულება 419 180 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დასრულდება. მათი ინფორმაციით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან ერთად გაეცნო. „სოფელ ლასურიაშში ჭაბურღილისა და წყალსადენი მილების...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგეობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით, ადგილობრივებთან კომუნიკაცია დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სპორტული მოედნის მოწყობის ინიციატივით გამოვიდნენ. „ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძალიან აქტიურობდნენ, რომ ამ კონკრეტულ...
თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. პანდემიიდან გამომდინარე, თუშეთში არსებულმა სასტუმროებმა წინასწარ გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები და ვიზიტორთა მიღება დაიწყეს. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს თუშეთი უკვე 600-მდე ვიზიტორმა მოინახულა, აქედან უცხოელი ტურისტი მხოლოდ რამდენიმე ათეულია. თუშეთში ტურისტებს საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს, სათავგადასავლო და გასტროტურებს სთავაზობენ. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთავრობას დაწყებული აქვს მუშაობა თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული ბინა-მუზეუმი გაიხსნება. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გალაკტიონის ბინა-მუზეუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცე მოეწყო. „თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად დამთვალიერებელს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება. ყველა სამუშაო დასრულებულია. განახლებულია, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. მუზეუმი დამთვარიელებელს...
ნაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 645 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის ზედა მონაკვეთზე კი ბეტონის გზა მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი კედლები, კიბეები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „ლოტკინის დასახლებაში დავასრულეთ კიდევ...
თბილისის მერიამ კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სწორი მართვისა და სწორი მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელია ვიფიქროთ წარმატებაზე, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მართვას. დღეს გვაქვს საშუალება, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დავამტკიცოთ. აღნიშნული სტრატეგიის მიღება და მისი შემდგომი იმპლემენტაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2018-2020 სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. მინდა, მადლობა გადავუხადო...
არასწორი პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმის 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობისა ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამ სისტემას შს სამინისტრო იყენებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და პარკირების შემთხვევაშიც ანალოგიური მეთოდით ვიმოქმედებთ. გარდა ამისა, თუ ადამიანი პარკირების წესების...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხშირია სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა და ამ მიმართულებით არანაირი სანქციები არ არსებობს. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ასევე უკანონოდ ხდება მიწების დატაცება. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება აუცილებელია, რისთვისაც ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებენ. „მინდა შევეხო ერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს და ამ მიმართულებით სიტუაციის მოწესრიგება აუცილებლობას წარმოადგენს. თემა ეხება სასაფლაოებს, როგორც მუნიციპალურ...
თბილისის მერია პრესის ჯიხურების ერთიან ვიზუალს შეიმუშავებს, რომელიც მერიის შესაბამის სამსახურებთან იქნება შეთანხმებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მასშტაბით, პრესის რეალიზაციისთვის განკუთვნილი ჯიხურების განსათავსებლად კონკრეტული ადგილები გამოიყოფა. „ჯიხურებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ჩვენთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჯიხურების განთავსება მიუღებელია. პრესის ჯიხურები კონკურენციას ვერ უწევს იმ ჯიხურებს, რომლებიც...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სიტი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ 6000-მდე ადამიანს ჯარიმა ჩამოეწერება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტმაც დაუჭირა მხარი. „მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ჯარიმების ჩამოწერაზე, რომელიც ეხება „სიტი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ ადამიანებს. თქვენ იცით, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ჩვენ ხელშეკრულება შევწყვიტეთ „სიტი პარკთან“ და ერთ-ერთი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, რომ არასწორად ხდებოდა ადამიანების...
დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება. ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება - 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული სივრცეები მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის არის გამოყოფილი; ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე ჯარიმა ამ...
წინა სტატია ქუთაისის „ტორპედოს“ ინვესტორისთვის გადაცემის პროცესი მალე დასრულდება და კლუბი იტალიელი ბიზნესმენის, ფაბიო მანინოს საკუთრებაში გადავა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა  განაცხადა. „ქუთაისის „ტორპედოს“ საკითხი დასკვნით ფაზაშია შესული. ველოდებით ინვესტორს, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. ოღონდ, პრობლემა ისაა, რომ მას არ სურდა, საქართველოში 2-კვირიანი კარანტინი გაევლო, მაგრამ ამაზეც შევთანხმდით, რომ ყოველი 72 საათის შემდეგ...
ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება. საქართველოს მელიორაციის მიერ დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურისა და ნაგავდამჭერის მოწყობას. ასევე, ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მლნ ლარამდეა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ის სავარაუდოდ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეგიონში იქნება. თუმცა, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ არ დააკონკრეტა თუ რომელ რეგიონში გააგრძელებს საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას. „არმგონია, დავით სერგეენკო ოპოზიციაში რაიმე გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი იყოს, კანდიდატთან დაკავშირებით. საბურთალოზე მაღალი ალბათობით ყველა პარტია დააყენებს კანდიდატებს ან ვინმეს ინდივიდუალურად დაუჭერს მხარს. საბურთალო განწირულია მეორე ტურისთვის, ვაკისგან განსხვავებით. პირველივე ტურში ელენე ხოშტარია ვაკეში მოიგებს. რაც შემეხება მე,...
2020 წლის 21 ივლისიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს პროექტების მიღებას – „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ ფარგლებში. პროექტების წარმოდგენა შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ ახალგაზრდებს. მერიის მიერ განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წარმოდგენილი პროექტის ან ღონისძიების იდეა უნდა შეესაბამებოდეს ჩამოთვლილი მიზნებიდან ერთ-ერთს: 1. მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაცია; 2. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; 3. გარემოს დაცვა; 4. თანასწორი შესაძლებლობები და სპეციალური საჭიროების მქონე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ