ცაგერში, მწვანე თეატრიდან მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს

459

ცაგერის მუნიციპალიტეტში მწვანე თეატრიდან მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და კიბეების მოწყობა მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულება 419 180 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დასრულდება.

მათი ინფორმაციით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან ერთად გაეცნო.

„სოფელ ლასურიაშში ჭაბურღილისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 148 256 ლარია. შემსრულებელი შპს” კაპიტალ გრუპ”-ია და სამუშაოები 28 ოქტომბერს დასრულდება.

აგრეთვე, ლასურიაშში და დეხვირში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 110 500 ლარია. შემსრულებელი შპს “თეგიკა უნივერსალია” და პროექტი 1 აგვისტომდე დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.