თბილისის მერიამ „კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია“ დაამტკიცა

379

თბილისის მერიამ კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სწორი მართვისა და სწორი მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელია ვიფიქროთ წარმატებაზე, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მართვას. დღეს გვაქვს საშუალება, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დავამტკიცოთ.

აღნიშნული სტრატეგიის მიღება და მისი შემდგომი იმპლემენტაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2018-2020 სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებისთვის, რაც ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპების დამკვიდრების საქმეში საჯარო და არასამათავრობო სექტორების თანამშრომლობის კარგი მაგალითია,“ – განაცხადა კალაძემ.

სტრატეგია ექვსი პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს:

  • ​მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • ​ანგარიშვალდებულების გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ​კორუფციული რისკების შემცირება;
  • ​მერიის სისტემაში გამჭვირვალობის გაზრდა;
  • ​ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვა;
  • ​კეთილსინდისიერების ამაღლება;

სტრატეგიის განხორციელება დაგეგმილია 2021-2023 წლების განმავლობაში.