არასწორი პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმის 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება

403

არასწორი პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმის 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობისა ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამ სისტემას შს სამინისტრო იყენებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და პარკირების შემთხვევაშიც ანალოგიური მეთოდით ვიმოქმედებთ. გარდა ამისა, თუ ადამიანი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მას ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.