თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. პანდემიიდან გამომდინარე, თუშეთში არსებულმა სასტუმროებმა წინასწარ გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები და ვიზიტორთა მიღება დაიწყეს.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს თუშეთი უკვე 600-მდე ვიზიტორმა მოინახულა, აქედან უცხოელი ტურისტი მხოლოდ რამდენიმე ათეულია.
თუშეთში ტურისტებს საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს, სათავგადასავლო და გასტროტურებს სთავაზობენ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთავრობას დაწყებული აქვს მუშაობა თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე.