„სიტი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ 6000-მდე ადამიანს ჯარიმა ჩამოეწერება

631

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სიტი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ 6000-მდე ადამიანს ჯარიმა ჩამოეწერება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტმაც დაუჭირა მხარი.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ჯარიმების ჩამოწერაზე, რომელიც ეხება „სიტი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ ადამიანებს. თქვენ იცით, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ჩვენ ხელშეკრულება შევწყვიტეთ „სიტი პარკთან“ და ერთ-ერთი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, რომ არასწორად ხდებოდა ადამიანების დაჯარიმება. დაახლოებით 6000-მდე დაჯარიმებულ ადამიანს, რომელიც ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, დაახლოებით მილიონამდე ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ეს ინიციატივა მოვამზადეთ და პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მოყვა მხარდაჭერა და მინდა პარლამენტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭრისთვის. ვფიქრობ, ეს ამნისტია, რომელიც განხორციელდა. ქალაქის მოსახლეობისთვის, ძალიან დადებითი და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.