წყალმომარაგების კომპანია გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებს, სადაც ამ დროისთვის ახალი რეზერვუარის წყლით შევსება მიმდინარეობს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მხარის გუბერნატორთან, წყალმომარაგების და მთის კურორტების განვითარების კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ხელოვნური ტბა, მიმდინარე სამუშაოები კი, ამ ტბისთვის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილსადენის...
გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი 14- დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, შემოვლითი გზის პროექტის განმახორციელებელმა თუქრულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრა. „თურქული კომპანიის წარმომადგენლები, საქართველოში 6 ივნისს ჩამოვიდნენ. საქართველოს საზღვარზე PCR ტესტის გავლის შემდეგ, კომპანიამ უზრუნველყო მათი სპეციალურ...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი - ვანი - დაფნარის საავტომობილო გზაზე 13-კმ-მდე (კმ 35 -კმ 48) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტში, ძირითადად დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. არსებული გზა დაზიანებული იყო. გზის საფარზე წარმოქნმნილი იყო ორმოები და ჯდენები. მწყობრიდან იყო გამოსული არსებული წყალგამტარი მილები და ხელოვნური ნაგებობები, რაც მგზავრთა გადაადგილებისას საფრთხეს ქმნიდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საინტერესო პროგრამას წარადგენს. თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავადაც მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. „ჩვენს გუნდთან ერთად, რასაკვირველია, მეც ვაპირებ მივიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეხება პროპორციულ სიას, უახლოეს მომავალში მას წარვუდგენთ საზოგადოებას. სიაში ჩვენი გუნდის არაერთი გამოცდილი წევრი იქნება, ასევე იქნებიან ახალი ადამიანები, რომლებმაც უნდა შემოიტანონ პოლიტიკაში ახალი ენერგია, იდეები, პროგრესი. ვართ...
DMO Imereti დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კულტურული, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის გიდის 2 თვიან სასწავლო პროგრამას იწყებს. პროგრამის ფარგლებში 20 გიდის გადამზადება იგეგემება. იმერეთის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, გიდები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადამზადდებიან. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. სასწავლო პროცესს წარმართავენ ააიპ "საქართველოს გიდების ასოციაცია", მოწვეული სპეციალისტები და გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციი მიერ აკრედიტირებული ეროვნული ტრენერები. ,,ახალგაზრდა გიდების აცოციაცში" ცხადებენ, რომ...
საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარებისთვის, პირველ 11 მუნიციპალიტეტს 5 მილიონი ლარის გრანტები გადასცა. ეს გრანტები მთავრობის 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საგრანტო პროგრამის ნაწილია, სადაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსება იქნება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას და რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების და სტანდარტების გაუმჯობესებას, ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების...
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნება. მერიის ინფორმაციით, სკვერში  თეატრ "მოდუსის" და ქუთაისის პანტომიმის თეატრის მსახიობები წარმოადგენენ პერფორმანსს სხვადასხვა თემაზე, 19:00 საათზე კი  "ოჩოს ქოხის" კონცერტი გაიმართება. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე დეკორატიული ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა. დაიდგა ძელსკამები და მოწესრიგდა საპარკე ინფრასტრუქტურა. სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 485 113 ლარი, გასული წლის ნოემბერში დაიწყო...
კორონავირუსის პანდემიამ ბიზნესიდან ბიუჯეტში შემოსავლები შეამცირა. ამის გამო ფინანსთა სამინისტრომ ერთი თვის წინ ადგილობრივი ბიუჯეტების სეკვესტრი, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემცირება, 1 476 900 ლარით მოითხოვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან ფინანსთა სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2020 წლის ბიუჯეტს 406 500 ლარით შეამცირებდნენ. ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჯერად ფინანსთა სამინისტრო ხარაგაულის ბიუჯეტის ნახევარი მილიონი ლარით შემცირებას...
წინა სტატია ეს იყო სპეკულაციები, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიაში მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პროპორციულ სიას მმართველი პარტია საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს. თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას თავადაც მიიღებს, თუმცა, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ეს გადაწყვეტილება მე-10 მოწვევის პარლამენტმა...
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მერია ოთხი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათგან სამის არქიტექტურული პროექტი უკვე მზადაა, ერთის შედგენაზე კი ტენდერია გამოცხადებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის მერიის ინფორმაციით ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ახალგაზრდული ცენტრი, სპორტული კომპლექსი და კულტურის სახლი განთავსდება. კულტურის სახლის შენობის საპროექტო დუკუმენტაციის შედგენაზე უწყებამ ტენდერი 22 ივლისს გამოაცხადა. საინჟინრო პროექტის...
წინა სტატია შემდეგი სტატია მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ცოლი, ელინა აბაზოვი TV პირველს უდასტურებს, რომ მის ქმარს "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში შეყვანა შესთავაზეს, "რასაც დათანხმდა". იგი არ აკონკრეტებს, თუ ვინ შესთავაზა მმართველი პარტიიდან არჩევნებში მონაწილეობა თემურ აბაზოვს: "ვიცი, რომ შესთავაზეს და უარი არ უთქვამს. დეტალები არ ვიცი, რადგან თემური ამ დეტალებზე სახლში არ საუბრობს. დილიდან ურეკავდნენ, ულოცავდნენ, იგივე მარნეულიდანაც, ეთნიკური...
კაზლარში გზის აღდგენითი სამუშაოები, ჯერჯერობით, ვერ ტარდება. ამის შესახებ სპექტრი წერს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ კაზლარსა და თულარში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა მოინახულა. გიორგი ერბოწონაშვილი ადგილობრივებსაც შეხვდა. რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ სოფლებში გზები მნიშვნელოვნად დაზიანდა, რამაც მოსახლეობის გადაადგილება შეაფერხა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოების დაწყება ატალახებული ნიადაგის გამო, ტექნიკურად შეუძლებელია. „უამინდობის გამოსწორებისა და გრუნტის ზედაპირის გამოშრობისთანავე, პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად დაიწყება მუშაობა.“...
თელავის მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალზე მრიცხველების დამონტაჟებას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა წყალი მხოლოდ ორი საათის განმავლობაში მიეწოდებათ, მრიცხველები მათ გადასახადს გაუძვირებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. "21 -ე საუკუნეში, დღე-ღამის განმავლობაში წყალი მოგვდის 2 საათით. ვაგროვებთ რეზერვუარებში, სხვაგვარად, ალბათ პირსაც ვერ დავიბანდით. ამ ორსაათიან მოწოდებაში გვიპირებენ გადასახადის 10- 15 ლარამდე გაძვირებას. რასაც ახლა ვიხდით, მოწოდების შესაბამისია. თან,...
"ეს ხეები გზაზე გადაადგილებისას საფრთხეს წარმოადგენდა და ამიტომ მოიჭრა", - ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი "ნაცონალური მოძრაობის"მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხეების მოჭრის შესახებ. "ეს ხეები იყო გამხმარი და საფრთხეს წარმოადგენდა, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ჩაგვაყენა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა. შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და შემდეგ კეთილმოწყობის სამსახურმა მიიღო ზომები. ოპოზიცია როგორც ყოველთვის, ავრცელებს ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას", - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა. ინფორმაციისთვის,...
გორის მერი ზურა ჯირკველიშვილი, რომელიც გასულ კვირას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა, იმ კომპანიებზე აკეთებს განმარტებას, რომლებიც საჯარო რეესტრის მიხედვით, მის სახელთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ზურა ჯირკცელიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ შპს-ში ფიქსირდება და პოზიციის დატოვების შესახებ განცხადება იქაც დაწერა. "საჯარო რეესტრში ის კომაპანიები, სადაც მე ვფიქსირდება ან ლიკვიდირებულია ან უკვე აღარ მაქვს კავშირი. იქ, სადაც...
როდემდე შეძლებენ ჯიხურები პრესასასთან ერთად თამბაქო ან სხვა პროდუქცია გაყიდონ? - ამ თემაზე ბიზნეს მედია წერს. "პრესის ჯიხურებისთვის ადგილები გამოიყოფა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ჯიხურებში „კოკა-კოლა და „სნიკერსი“ გაიყიდოს“, - ამის შესახებ 22 ივლისს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და თავის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, გამოიყოს სპეციალური ადგილები, სადაც დაიდგმევა ჯიხურები, რომლებშიც მხოლოდ პრესა გაიყიდება. კალაძის განცხადებამ სექტორში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ