საგარეჯოს სოფელ კაზლარში გზის აღდგენითი სამუშაოები, ჯერჯერობით, ვერ ტარდება

462

კაზლარში გზის აღდგენითი სამუშაოები, ჯერჯერობით, ვერ ტარდება. ამის შესახებ სპექტრი წერს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ კაზლარსა და თულარში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა მოინახულა. გიორგი ერბოწონაშვილი ადგილობრივებსაც შეხვდა.
რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ სოფლებში გზები მნიშვნელოვნად დაზიანდა, რამაც მოსახლეობის გადაადგილება შეაფერხა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოების დაწყება ატალახებული ნიადაგის გამო, ტექნიკურად შეუძლებელია. „უამინდობის გამოსწორებისა და გრუნტის ზედაპირის გამოშრობისთანავე, პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად დაიწყება მუშაობა.“ – აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ კაზლარი-თულარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი 653 592 ლარზე უკვე გამოაცხადა. ამ მონაკვეთზე დაიგება ასფალტო ბეტონის საფარი, პროექტი მოიცავს ეზოებში შესასვლელებისა და კიუვეტების მოწყობასაც, განთავსდება საგზაო ნიშნებიც. ტენდერზე წინადადებების მიღების ვადა დღეს იწურება.