გორის ექსმერი მის სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებზე განმარტებას აკეთებს

519

გორის მერი ზურა ჯირკველიშვილი, რომელიც გასულ კვირას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა, იმ კომპანიებზე აკეთებს განმარტებას, რომლებიც საჯარო რეესტრის მიხედვით, მის სახელთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ზურა ჯირკცელიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ შპს-ში ფიქსირდება და პოზიციის დატოვების შესახებ განცხადება იქაც დაწერა.

“საჯარო რეესტრში ის კომაპანიები, სადაც მე ვფიქსირდება ან ლიკვიდირებულია ან უკვე აღარ მაქვს კავშირი. იქ, სადაც ამ დრომდე ვიყავი, მასზეც უკვე შევიტანე განცხადება და იქაც აღარ ვიქნები. რაც შეეხება ამჟამინდელ საქმიანობას, ვიდრე ავტოსადგომი აშენდება, დროებით საკრებულოს შენობის ერთ ოთახში ვიმუშავებ. თანამშრომლების საწვავის და სხვა ხარჯებს უკვე ვითვლი და რა თანხით იქნება ამ ა(ა)იპის დაფინანსება საჭირო, მოგვიანებით გვეცოდინება”, – ამბობს ზურა ჯირკველიშვილი.