შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი – ვანი – დაფნარის საავტომობილო გზაზე 13-კმ-მდე (კმ 35 -კმ 48) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტში, ძირითადად დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. არსებული გზა დაზიანებული იყო. გზის საფარზე წარმოქნმნილი იყო ორმოები და ჯდენები. მწყობრიდან იყო გამოსული არსებული წყალგამტარი მილები და ხელოვნური ნაგებობები, რაც მგზავრთა გადაადგილებისას საფრთხეს ქმნიდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის შესაბამისად, სრულად რეაბილიტირდა გზა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, 3 სახიდე გადასასვლელი, კიუვეტები და საგზაო ნიშნები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10,6 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.