ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების ინიციატივით, თუშეთში, სოფელ ომალოში პურის ყანა აღადგინეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელი ლალი მესხი განმარტავს, რომ ყანა საპილოტე პროექტის ფარგლებში აღადგინეს. "თუშეთში პურის ყანა აღადგინეს, ათწლეულების შესვენების შემდეგ ომალოში ისევ ბიბინებს დიკა, დოლი და თავთუხი. წელს შემოდგომაზე პურის ცხობაზე გეპატიჟებით თუშეთში. ჩვენი ასოციაციის ხელშეწყობით მიმდინარეობს ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გამრავლება მაღალმთიან ტურისტულ რეგიონებში. ამ...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 23 ივლისს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა. დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს. „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილება 24 ივლისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. ცნობისთვის, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს ოზაანის ამაღლების...
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ქართველი ინფლუენსერებისა და ბლოგერების მთიან აჭარაში მოგზაურობით გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერები აჭარის ეროვნულ პარკებში, მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ და აჭარის უცნობ თუ ნაცნობ ტურისტულ პროდუქტებს შიდა ტურისტებს გააცნობენ. პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და...
წინა სტატია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და შემსრულებელ კომპანიასთან ერთად გელათი დაათვალიერა, მონასტერში დაზიანებული კრამიტიდან წყლის ჩასვლის შედეგად ფრესკების დაზიანებას არ ადასტურებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ფრესკებზე დაზიანებები ადრეც იყო და რომ თეთრი ნაწილები, რაც კედლებიდან ცვივა, მეოცე საუკუნეში შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება. იგი მხატვრობასთან დაკავშირებით შეფასებებს გადაჭარბებულს უწოდებს. "პირდაპირ...
ტოვებს თუ არა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე თანამდებობას? აჭარის ტელევიზიას წყარო უყვება, რომ მირიან ქათამაძემ, შესაძლოა, პოსტი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვოს. მირიან ქათამაძე ამბობს, რომ გავრცელებული ხმები მისი თანამდებობის დატოვება უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ქათამაძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მერის თანამდებობის დატოვებისა და უმაღლეს საბჭოში გადასვლის შეთავაზება...
წინა სტატია "ვადასტურებ, რომ სასამართლო დავა რიონისპირასახლების პროექტირების ახალ ტენდერთან დაკავშირებით ხელისშემშლელი იქნება,"- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ. მისი თქმით, მუშაობენ ახალ ტენდერზე, თუმცა, ვიდრე სასამართლო არ დამთავრდება, ტენდერი ვერ გამოცხადდება. "ვადასტურებ, სასამართლოში გვაქვს დავა და ვადასტურებ, რომ ეს იქნება ხელისშმეშლელი, დეტალურად იურიდიულ საკითხზე ვერ მე ვუსაუბრებ. მიდის რაღაც პროცესები, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ახალი ტენდერი გამოვაცხადოთ", - განაცხადა გიორგი შენგელიამ. კითხვაზე,...
"ნუ მოკლავ ჭიათურას" - ჭიათურაში მდუმარე აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა ფოტოები გამოფინეს, სადაც ასახულია მუნიციპალიტეტში არსებული მდგომასრეობა. მათ შორის შეჩერებული საბაგიროების ფოტოები, ასევე იმ სოფლების ფოტოები, სადაც ღია კარიერული წესით ხდება მანგანუმის მოპოვება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, აპროტესტებენ უიმედობას და ქალაქის გაჩერებას. აქციის ორგანიზატორის ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმ ვალდებულებების შესრულებასაც ითხოვენ, რაც...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 178 543 ლარის შეადგენს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს შენობის თბოიზოლაციას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებას და ბიუჯეტის დაზოგვას. სამუშაოები ითვალისწინებს სასწავლო შენობის ოთახების გადაგეგმარებას და რეაბილიტაციას, სპორტული დარბაზის სრულ შეკეთებას, საპირფარეშოების მოწყობას,  პირველი სართულიდან მეორეზე ასასვლელად ლიფტის მიშენებას შშმ- პირებისთვის, მულტიფუნქციური ლაბორატორიის...
წინა სტატია გიორგი ვაშაძის პარტიამ, „ახალი საქართველო“ ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვა. ის არჩევნებში მონაწილეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მიიღებს. არჩევნებში გიორგი ვაშაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“. გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევანი მარტივია ან „აღმშენებლობა, ან დამსხვრეული ოცნებები“, - განაცხადა პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა და სტრატეგია "აღმაშენებლის" ექსპერტებმა ახალი პლატფორმა,...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო სია შიდაკონკურენციის წესების შესაბამისად დაკომპლექტდება. „ევროპული საქართველო“ საბოლოო საპარლამენტო სიის დაკომპლექტებისთვის კვლავ გამოიყენებს შიდაპარტიული კონკურენციის ძალიან გამჭვირვალე წესებს, სადაც როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ახალი სახეები გაინაწილებენ საარჩევნო ოლქებს და კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მიღებული საარჩევნო ხმებიდან გამომდინარე პარლამენტში მანდატს მიიღებენ, ანუ, ვინც უფრო მეტად დააჯერებს ამომრჩეველს და უფრო...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებით, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბაზრობების ტერიტორია მომატებული რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების კუთხით, ამიტომ ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს. „სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე, სკოლის შიდა სარემონტო და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე პროცესს ადგილზე გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების სკოლა სექტემბერში მზად იქნება მოსწავლეების მისაღებად. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 მლნ ლარზე მეტი გამოყო.
video
თუ კი ბათუმის ტერიტორიაზე ცხოვრობთ, მსხვილფეხა პირუტყვი გყავთ და ერთ დღესაც შინ არ მოვიდა, შეგიძლიათ ადლიაში, სწორედ ამ ადგილზე მოძებნოთ. ადლიის 167 ნომერი, სწორედ  ის მისამართია, სადაც სანდასუფთავების სამსახურს, ქუჩაში გამოსული პირუტყვი გადაჰყავს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. საქონლის ქალაქის ქუჩებში გაშვება 2015 წლის 11 სექტემბრიდან, ჯარიმას ექვემდებარება. საჯარიმო სადგომიდან მისი გაყვანა კი 20-დან 50 ლარამდე ღირს. ეს იმაზეა დამოკიდებული,...
შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გორის, ქარელისა და კასპის გადაუდებელი დახმარების სამსახურებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მოინახულა და ახალი, სამედიცინო აპარატურით სრულად აღჭურვილი 3 ავტომობილი...
ქობულეთში საგზაო ინფრასტრუქტურის და გაზიფიცირების პროექტები ხორციელდება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ქობულეთის სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. „აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ალამბარში საბავშვო ბაღი სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. მიმდინარეობს სამსართულიანი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმით ქობულეთში გაზიფიცირდება 17 სოფელი. ამჟამად სამუშაოები სოფელ აჭყვისთავში ხორციელდება. სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანპორტირების კომპანია ახორციელებს. ქობულეთში, კვირიკეს...
video
ხელვაჩაურის საკრებულო სულ 26 წევრისგან შედგება. მათგან, 73%, ანუ უმრავლესობა - პასიურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები არ აკეთებენ კომენტარებს, არ აქვთ განცხადებები, არ სვამენ შეკითხვებს და არ გამოხატავენ თავიანთ აზრს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მათთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ჯამში, სულ 88 ათას 200 ლარია დახარჯული. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ რაოდენ გასაკვირიც არ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ