“ნუ მოკლავ ჭიათურას” – ჭიათურაში მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფოტოები გამოფინეს, სადაც ასახულია მუნიციპალიტეტში არსებული მდგომასრეობა. მათ შორის შეჩერებული საბაგიროების ფოტოები, ასევე იმ სოფლების ფოტოები, სადაც ღია კარიერული წესით ხდება მანგანუმის მოპოვება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აპროტესტებენ უიმედობას და ქალაქის გაჩერებას.
აქციის ორგანიზატორის ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია.
ისინი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმ ვალდებულებების შესრულებასაც ითხოვენ, რაც გარემოს დაცვას გულისხმობს.
აქციის ორგანიზატორია მმართველობის მონიტორინგის ცენტრი და საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”.