გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე, სკოლის შიდა სარემონტო და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე პროცესს ადგილზე გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების სკოლა სექტემბერში მზად იქნება მოსწავლეების მისაღებად. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 მლნ ლარზე მეტი გამოყო.