გორის მუნიციპალიტეტის შინდისის, ვარიანისა და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მესაკუთრეებს ყველა მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ დაურეგისტრირდებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გააცნეს.
სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვის გარეშე ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება) საკუთარი ინიციატივით და უფასოდ...
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ბაკურიანში მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის 5 მლნ ევროს სესხი გამოყო.
როგორც ევრობანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ბაკურიანში დაგეგმილია ახალი საქალაქო ტრანსპორტის შეძენა, ასევე, მრავალფუნქციური მძიმე ტექნიკის, მათ შორის თოვლსაწმენდი სატრანსპორტო საშუალებების.
„ამ თანხით მოხდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მათ შორის თოვლსაწმენდის, ასევე მრავალფუნქციური სატვირთო მანქანებისა და 10 ერთეული თანამედროვე საქალაქო ტრანსპორტის, რომელიც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის“, – აღნიშნულია ევროპის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჭიათურაში მშენებარე საბაგირო გზის შენობის სახურავი წვიმის შედეგად დაზიანდა, არის მიზანმიმართული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ ფრანგული კომპანიების, "ტექკაბელის“ და "პომას“ სპეციალისტები.
„ ამ დროისთვის, დასრულებულია საბაგირო გზის...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის (იუნისეფი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქი იუნისეფის მხარდაჭერით „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა.
თბილისის მერიის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მოაწერეს.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიისთვის, რომელიც აქტიურადაა ჩართული ბავშვთა ყოველდღიური პირობების გაუმჯობესების პროცესში, აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა ორმაგად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. თბილისის...
წინა სტატია
„ქართული ოცნება“ უკვე მეორე დღეა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას „ქართული ოცნების“ მიერ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად ზაურ დარგალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ქართულ ოცნებას“ ზაურ დარგალის კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, ხოლო მის მხარდამჭერებსა და მოკავშირეებს სახელმწიფო სინდისის მოღალატეები უწოდა.
„ყველას ვეუბნები ესეთ სიტყვას, ვინც ზაურ...
კომპანია “ელემენტ კონსტრაქშენი“ კახეთში კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. მშენებლობა შპს "აგროლაინის“ დაკვეთით კახეთში, გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
პროექტის ფარგლებში კომპანია 5.4 მლნ ლარის ინვესტიციით საწარმოს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში აამოქმედებს.
"ელემენტ კონსტრაქშენის“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენებული ქარხანა პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზეც გეგმავს. სამუშაოები საწარმოო პროცესისთვის აუცილებელი მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.
,,ქარხანა მნიშვნელოვნად...
წინა სტატია
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესახებ არ უფიქრია, მაგრამ თუ ეს ხალხის მოთხოვნა იქნება, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„21 წელი პარლამენტში ყოფნით მე ვიყავი ხალხსა და სახელმწიფოს გვერდით. დღესაც მე მზად...
მარნეულის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის პირველი ეტაპი ორი კვირაა დაიწყო, თუმცა, როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ზაურ ქარამოვი ამბობს, აქტივობა დაბალია. ამ ეტაპზე სრულადაა შევსებული მხოლოდ ქალაქ მარნეულის საბავშვო ბაღები, რაც შეეხება სოფლებს, ქარამოვის განმარტებით რეგისტრაცია საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„მსურველები ძალიან ცოტაა. რასაც ველოდებოდით იმაზე ნაკლები არის, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმის გამოა, რომ ინფორმაცია ცოტა...
თელავში ანიმაციის ფესტივალი „ექო თოფუზი“ ჩატარდა.
მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, ქალაქ თელავში, სოფელ ნაფარეულსა და სოფელ კისისხევში ვორქშოფები და ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება.
როგორც მერიაში აცხადებენ, ანიმაციის ფესტივალი „ექო თოფუზი“ ყოველწლიურად იმართება და ახალგაზრდების უფრო მეტ დაინტერესებას იწვევს.
https://www.facebook.com/TelaviCityHall/photos/a.2742983182653254/2742988442652728/?type=3&__xts__=68.ARB3uZR7z9_fDj_ESIzAilaHKKNh7hHOhnR2K9iayL9ZgagDzzR0hyY52xLJISGJGJXlCQBH0m3mEbeb-dRy4SSYq3nVQm5O89SfVQrMnlKjO0Or1cX4v1jOCz1RJbi_pXrrjnIaUEhOc3p5woD6RV5EsFpMkoKDSPlyOCu3fL5J4Fb_exAIoKdRCtdAzG1zQgBVsxAp_S-UQjzCNSNva5QsUu85IrPx6_QN54Q0m-_RvRf26PCpk9m0y8VdPA3b8czQJrIoV3-ezpZ7t6TV820TQ6jh1XPF1YVZ6QL-Nbx7tPQRFe_x2E54hn1uE9W0bo1-04Fy5QoMHZbBUtCAOO2mQEYX1g32-F-MLHW7nvWUhXBHB_yI_eyV90bkjbn047XcN-2nYIVrnxEqToehVplahuh3gqNIix27L9PaOMJo20wygp7ywHphk3-J89tqF36Q_OZO444ewHihWYOWDFzi6Q&__tn__=-R
ასპინძის მერია, მდინარე მტკვარზე არსებული, „თავკვეთულას“ ეკლესიამდე მისასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერს აცხადებს. მისი ღირებულება 77 604 ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთის სახელობის მამათა მონასტრამდე ამჟამად ბაგირზე დაკიდებული ხიდის მეშვეობით მიდიან. ახალი ხიდის მოსაწყობად ასპინძის მერიამ ტენდერი 20 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი, 31 ივლისიდან დაიწყება.
სამუშაოების 5% ადგილობრივი თვითმმართველობიდან, 95%-კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
აღნიშნული პროექტისთვის სახარჯთაღრიცხვო...
უკვე რამდენიმე თვეა, გურჯაანში, 9 აპრილის, გაბაშვილის, მაჩაბლის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში განმარტავენ, საღამოს წყალი წყდება, დილით კი მილებში ჰაერის დიდი ნაკადი მოდის, რის გამოც გაყვანილობა ზიანდება. ამის შესახებ სპექტრი წერს.
მაჩაბლის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა მაისურაძის თქმით, ონკანების გამოცვლა ორ კვირაში ერთხელ უწევთ.
„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ წყალს წყვეტენ და შემდეგ, როდესაც...
გოროვანში, ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელში მისასვლელ გზაზე, გარეგანათბის მოწყობა დასრულდა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
"პროგრამით სოფლისთვის (სულადობის მიხედვით) გამოყოფილმა თანხამ 16 000 ლარი შეადგინა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ აღნიშნული პროექტი პრიორიტეტულად დასახელდა.
სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა ი/მ ნინო რევაზიშვილმა შეასრულა, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 15 533 ლარი შეადგინა", - განმარტავენ მცხეთის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კალაურში რკინიგზასთან მიმავალი ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი 1 800 მეტრამდე სიგრძის გზაზე, ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებში დაიგება. ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი. პროექტზე 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
"აღნიშნული გზით მოსახლეობა საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. გზის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის...
სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.
მათივე ცნობით, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკი.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ლერმონტოვის ქუჩის ბოლო მონაკვეთში უკვე დასრულდა სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა და არხების მოწყობა", - განმარტავენ მერიაში.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. პროექტის სრული ღირებულება 4 მილიონ 721 ათას ლარს შეადგენს.
მთაწმინდის რაიონში, ქუჩიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
თბილისის მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა 2 450 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
მისი განცხადებით, მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
„ამჯერად, დავასრულეთ ქუჩიშვილის ქუჩა. ასევე, ვერაზე რეაბილიტირდა ნიკოლაძის ქუჩაც. აღნიშნულ ქუჩებზე ბოლო ათწლეულებია...
სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ზუგდიდში ორი პროფესიული სასწავლებელი იქნება. ამის შესახებ მან საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ერთი იქნება ე.წ. შონიას ტექნიკუმი, რომლის ბაზაზე პროფესიული სასწავლებლის აღდგენასაც საინიციატივო ჯგუფის "ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის რეაბილიტაციისთვის" ხელმძღვანელი და კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი, იზოლდა ხასია წლებია ითხოვს.
"მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების განვითარება. საპროექტო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































