გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კალაურში რკინიგზასთან მიმავალი ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი 1 800 მეტრამდე სიგრძის გზაზე, ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებში დაიგება. ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი. პროექტზე 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
“აღნიშნული გზით მოსახლეობა საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. გზის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”სერპანტინი” ახორციელებს”, – განმარტავენ მერიაში.