სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
მათივე ცნობით, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკი.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ლერმონტოვის ქუჩის ბოლო მონაკვეთში უკვე დასრულდა სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა და არხების მოწყობა”, – განმარტავენ მერიაში.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. პროექტის სრული ღირებულება 4 მილიონ 721 ათას ლარს შეადგენს.