გოდერძის ალპური ბაღი ვიზიტორებს ხვალიდან უმასპინძლებს. ბაღის სტუმრებს წელს, უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნხენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ალპინარიუმი 200 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. გოდერძის ალპური ბაღი ჯამში...
რეგიონების მაჟორიტარი კანდიდატების შესათანხმებლად პარტია „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ „იმედს“ პარტიის თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საკუთარ გადაწყვეტილებას პარტია თავად მიიღებს და ისეთ კანდიდატებს დააყენებს, რომლებიც ბრძოლის უნარიანები იქნებიან. „მე არ მომწონს ხალხის ზურგს უკან შეთანხმებები და გარიგებები. ოპოზიციაში საერთო კანდიდატებზე საუბარი არის ეს და არაფერი სხვა. მე შევთავაზე მათ პატიოსანი გზა, თუ აინტერესებთ - ვინ არის მომგები კანდიდატი...
გარდაბნის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი ბაზრის მოვაჭრეები გარებაზრობის აკრძალვას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ქუჩაში უკანონო ვაჭრობა მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ისინი ბაზრის გადასახადებს იხდიან, „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ უსაფრთხოების ყველა ზომას იცავენ, თუმცა მათთან მყიდველი არ შედის. როგორც გარდაბნის მერიაში განაცხადეს, პრობლემის მოსაგვარებლად ზედამხედველობის სამსახური სამართალდამცველებთან ერთად მუშაობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში მოსახლეობას წყაროს წყალი გადაუკეტეს. ბუნებრივი წყალი მილებით ოკუპირებულ სოფელ წინაგარისკენ მიმართეს. გორს მერის წარმომადგენელი სოფელ კირბალში, დავით ცერცვაძე მოსახლეობის ნაამბობს არ ეთანხმება და ამბობს, რომ წყალი უკვალოდ დაიკარგა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. დავით ცერცვაძე იმასაც განმარტავს, რომ წყალი მაშინ დაიკარგა, როცა წყაროს სიახლოვეს სამხედრო ტექნიკა მუშაობდა. რაც შეეხება ადგილობრივების...
შემდეგი სტატია თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას უწყვეტენ, - ამის შესახებ ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვაჟა თავდგირიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა. „დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს ბიუროს უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უფლებამოსილება შეუწყვიტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ვაჟა თავდგირიძეს, რომელიც მძიმე დაავადების გამო, სამწუხაროდ საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა....
შპს "აკვაპარკის" საქმესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერთან შეხვედრის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ. მასთან ერთად მერიაში მისი უფლებადამცველი ნანა ფირცხელავა და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მანანა მიქავა ადვოკატთან ერთად სამი საათის განმავლობაში ითხოვდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ გიორგი შენგელიასთან შეხვედრას, თუმცა, არავინ გამოხმაურებია. მანანა მიქავას განმარტებით, ჯერ დაპირდნენ, რომ მერი შეხვდებოდა, თუმცა, ბოლოს უთხრეს, გიორგი...
გორში, ის ორგანიზაციები, რომლებმაც საიჯარო გადასახადი მერიას ვერ გადაუხადეს, ჯარიმებისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ თანხმობა საკრებულომ განაცხადა. ორგანიზაციებს (მათ შორის, ინდმეწარმეებს) კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაკისრებული პირგასამტეხელო ჩამოეწერებათ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საუბარია, დაახლოებით, 9053 ლარზე. "საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოში შეჩერდა ეკონომიკური საქმიანობები, გარდა ადამიანის არსებობისათვის და ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო პროდუქციის რეალიზაციასთან და მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობისა. გორის მუნიციპალიტეტს გაფორმებული...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში შიშობენ, რომ სახელმწიფო სტადიონს ყიდის. ამის შესახებ ადგილობრივებმა qartli.ge-ს განუცხადეს. გამოცემის ცნობით, მიწის ნაკვეთი გორის მერიის ბალანსზე არაა, მას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. სააგენტოს ვებგვერდზე კი, მიწის ნაკვეთი აუქციონზე გატანილი არ არის. სააგენტომ მიწის ნაკვეთი 2017 წელს დაირეგისტრირა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში სასმელი წყლის სისტემა რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, თუმცა, ამის მიუხედავად ცალკეულ უბნებს წყალი არ მიეწოდებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "სოფელ ზემო სობისში წლებია უკვე რაც გაიყვანეს წყალი, თუმცა მოსახლეობის ნახევარს წყალი არ მოგვეწოდება, ბევრჯერ მივმართეთ გამგებელს დავით ცერცვაძეს, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. პასუხს გვცემს ასეთს: არასწორად არის დაქსელილიო, ამას...
ხარაგაულის საკრებულოს წევრმა „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძემსოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ხარაგაულის მერიის შვებულებაში გასული სამსახურის უფროსები საბოტაჟში ხართ ეჭვმიტანილები. დაბრუნდით, თორემ ცუდადაა საქმე“. https://www.facebook.com/inga.maghradze/posts/3214296468615957 გამოცემა "ჩემი ხარაგაული" დაინტერესდა, მერიის რომელი სამსახურების უფროსები გავიდნენ შვებულებაში და რა პრობლემებს ქმნის მათი სამსახურებში არყოფნა; რამდენად უკავშირდება მათი შვებულება მუნიციპალიტეტის მერის, ნიკო თოფურიძის გადადგომას და ისინიც თანამდებობების დატოვება ხომ არ გეგმავენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად...
წინა სტატია "ახლა ვიმყოფებით, სოფელ ნაკიეთთან, სადაც მდინარემ გზის ასმეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, თუმცა უკვე მოეწყო შემოვლითი გზა, რამაც საშუალება მოგვეცა გავაგრძელოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 8 მონაკვეთია იდენტიფიცირებული, სადაც მთლიანად ჩაწყვეტილია გზა. „12 ერთეული ტექნიკა - ექსკავატორები, ბულდოზერები, თვითმსვლელები უკვე მობილიზებულია,...
„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს კიდევ 251 დევნილ ოჯახს გადასცემს. სააგენტოს ინფორმაციით, ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო. „დღეს, ერთოთახიანი და სამოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. 251 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ახალი...
შემდეგი სტატია ხარაგაულის ბიუჯეტის ექვსი თვის შემოსულობების გეგმა 58.7%-ით შესრულდა, გადასახდელები კი 47.8%-ით დაფინანსდა. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ხარაგაულის ბიუჯეში 8 341,4 ათასი ლარის ნაცვლად, 4 897,4 ათასი ლარი შევიდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაგეგმილი 3 889,0 ათასი ლარიდან ხარაგაულის ბიუჯეტმა მხოლოდ 978,8 ათასი ლარი მიიღო, რადგან ამ ფონდიდან თანხები სამუშაოების შესრულების შესაბამისად ირიცხება. ხარაგაულის ბიუჯეტიდან...
რეგიონალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი გრძელდება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს 64 ბიბლიოთეკას 450 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. 24 გამომცემლობა ბიბლიოთეკებს წიგნებს სპეციალურ ფასად შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში, ყველა ბიბლიოთეკა მის მიერ შერჩეულ წიგნებს ადგილზე, რეგიონებში მიიღებს. ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით...
თელავში, ალაზნის გამზირზე, ხეები მოაასფალტეს - ინფორმაცია და შესაბამის ფოტომასალა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა "ფეისბუქით" გაავრცელა. ბოტკოველის ინფორმაციით, მრავალწლოვანი ჭადრის ხეები, რომლებიც თითქმის მთელ გამზირზეა დარგული, ჩაბეტონებულია. ოპოზიციის ლიდერი ადგილობრივ ხელისუფლებას, თელავის მუნიციპალიტეტის მერს და პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებს ახსნან, რატომ გახდა საჭირო ხეების ჩაბეტონება. https://www.facebook.com/giorgi.botkoveli/posts/3148702371833004 ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დღეს თელავში ხეების ირგვლივ ჩაბეტონებულ ასფალტს ჭრიან. "თელავში, ალაზნის გამზირზე, ჭადრების ტყვეობიდან განთავისუფლების პროცესი...
ქუთაისის მერიამ 16 საბავშვო ბაღის სამზარეულოსა და სველი წერტილების სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ეს ბაგა-ბაღებია: #1, #2,  #3, #4, #5, #6, #7, #8, # 9, #10, #11, #12, #13, #14, #16 და #18 საბავშვო ბაღი. ტენდერის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 40 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ