გორის სოფელ ქვახვრელში შიშობენ, რომ სახელმწიფო სტადიონს ყიდის

819

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში შიშობენ, რომ სახელმწიფო სტადიონს ყიდის. ამის შესახებ ადგილობრივებმა qartli.ge-ს განუცხადეს.

გამოცემის ცნობით, მიწის ნაკვეთი გორის მერიის ბალანსზე არაა, მას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. სააგენტოს ვებგვერდზე კი, მიწის ნაკვეთი აუქციონზე გატანილი არ არის.

სააგენტომ მიწის ნაკვეთი 2017 წელს დაირეგისტრირა.