თელავში, გუშინ, ჭადრის ხეები ჩააბეტონეს

1203

თელავში, ალაზნის გამზირზე, ხეები მოაასფალტეს – ინფორმაცია და შესაბამის ფოტომასალა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბოტკოველმა “ფეისბუქით” გაავრცელა.

ბოტკოველის ინფორმაციით, მრავალწლოვანი ჭადრის ხეები, რომლებიც თითქმის მთელ გამზირზეა დარგული, ჩაბეტონებულია.

ოპოზიციის ლიდერი ადგილობრივ ხელისუფლებას, თელავის მუნიციპალიტეტის მერს და პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებს ახსნან, რატომ გახდა საჭირო ხეების ჩაბეტონება.

https://www.facebook.com/giorgi.botkoveli/posts/3148702371833004

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დღეს თელავში ხეების ირგვლივ ჩაბეტონებულ ასფალტს ჭრიან.

“თელავში, ალაზნის გამზირზე, ჭადრების ტყვეობიდან განთავისუფლების პროცესი მიმდინარეობს! ხალხის პროტესტი, შედეგს ყოველთვის გამოიღებს, – წერს ბოტკოველი “ფეიბუქზე”.

თელავში, ალაზნის გამზირზე, ჭადრების ტყვეობიდან განთავისუფლების პროცესი მიმდინარეობს! 🙂 ხალხის პროტესტი, შედეგს ყოველთვის გამოიღებს.

Posted by Giorgi Botkoveli on ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2020