რეგიონების მაჟორიტარი კანდიდატების შესათანხმებლად პარტია „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ „იმედს“ პარტიის თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საკუთარ გადაწყვეტილებას პარტია თავად მიიღებს და ისეთ კანდიდატებს დააყენებს, რომლებიც ბრძოლის უნარიანები იქნებიან.
„მე არ მომწონს ხალხის ზურგს უკან შეთანხმებები და გარიგებები. ოპოზიციაში საერთო კანდიდატებზე საუბარი არის ეს და არაფერი სხვა. მე შევთავაზე მათ პატიოსანი გზა, თუ აინტერესებთ – ვინ არის მომგები კანდიდატი ამა თუ იმ ოლქში, ჩავატაროთ კვლევა და ხალხს ვკითხოთ, ვინ მიაჩნიათ ასეთ კანდიდატებად. არავინ თქვა დასტური ამ შეთავაზებაზე. ოპოზიციაში ხალხისთვის აზრის კითხვას გარიგებები ურჩევნიათ“, – აცხადებს ელისაშვილი.