ქუთაისის მერიამ 16 საბავშვო ბაღის სამზარეულოსა და სველი წერტილების სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ეს ბაგა-ბაღებია: #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8, # 9, #10, #11, #12, #13, #14, #16 და #18 საბავშვო ბაღი.
ტენდერის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 40 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.