„ნაცმოძრაობის“ წევრი: რიჟვაძის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას უწყვეტენ

762

შემდეგი სტატია

თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას უწყვეტენ, – ამის შესახებ ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ვაჟა თავდგირიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა.

„დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს ბიუროს უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უფლებამოსილება შეუწყვიტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ვაჟა თავდგირიძეს, რომელიც მძიმე დაავადების გამო, სამწუხაროდ საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა. მან წარადგინა ფორმა 100- დიაგნოზის შესახებ და იგი 6 თვის განმავლობაში ვერ გადაადგილდებოდა. მინდა მივმართო ივანიშვილის ხელის ბიჭს, თორნიკე რიჟვაძეს – ეს არის თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, თქვენ ცდილობთ, რომ შური იძიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე და პირადად ჩემზე, რათა ხელვაჩაურის საკრებულოში დაშალოთ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” , თუმცა ამომრჩეველს აქვს გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.