თბილისის მერი კახა კალაძე ბოდიშს უხდის მოქალაქეებს, ვისაც ახალი სატრანსპორტო სისტემით მოძრაობისას ჭავჭავაძის გამზირზე საცობში მოუწია ყოფნა.
კალაძემ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. ის გამოეხმაურა სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებში გაჟღერებულ კრიტიკას ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის გართულების შესახებ.
„მინდა დავიწყო შაბათი დღით, როცა ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სისტემით დაიწყო მოძრაობა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს და ავტომობილის მძღოლს, ვინც ამ...
„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეზღუდვის მიზეზი სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 00:00 საათზე აღდგება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეფერხების ზუსტი მიზეზი „საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 39კმ-ში, ჯუმათი-ლანჩხუთის გადასარბენის (კმ68 პკ2-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ე.წ. „ლესის“...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიერ შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.
„მთის გზების“ პროექტის პარალელურად, გზის რეაბილიტაციის 2 პროექტი მსოფლიო ბანკის, ხოლო 3 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.
"მიუხედავად გეოლოგიური გამოწვევებისა, წელს შატილის მიმართულების გზაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ გაჩერებულა. პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ...
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია მაჟორიტარების დაყენებას არ აპირებს. ამის შესახებ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთან, ბურჯანაძე აცხადებს, რომ პარტია კადრების სიმცირეს არ განიცდის.
„უახლოეს ხანებში ოფიციალურად გამოვაცხადებთ კამპანიას. უბრალოდ, ჩვენ ეს არ ვიჩქარეთ იქედან გამომდინარე, რომ მაჟორიტარ კანდიდატებს არ ვაყენებთ. არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ სახელწოდებით „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ და ჩვენი პარტიის ნომერი „3“ იქნება.
აქ არ...
პოლიტიკური გუნდის "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პოლიტიკური გუნდის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.
მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ისინი არიან მისი ძალაც, ღონეც და მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.
"მინდა ჩემს უბნელებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს საბურთალოელებს კიდევ ერთხელ ვთხოვო, კიდევ ერთხელ მსურს თქვენი თანადგომა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ და თქვენი მხარდაჭერით გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც თბილისში 2014...
წინა სტატია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უარყოფს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტს დაუყენებს. ამის შესახებ ტაბულასენმ-ს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, უთხრა.
"ასეთი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია. ჯერჯერობით, ასეთი განხილვაც არ ყოფილა", - უთხრა წიკლაურმა ტაბულას.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, გიორგი ვაშაძემ "დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომები", თუმცა, მისივე სიტყვებით, კონკურენტის დაყენებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და "თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება,...
წინა სტატია
გირჩის განცხადებით, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი არ არის წარდგენილი, პარტია ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს.
"ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში", — წერია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად გირჩი პარტიის წევრებში ეძებს მსურველებს, ვისაც რომელიმე ოლქში...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ხელისუფლება მოქალაქეების პრობლემების მიმართ უყურადღებობასა და გულგრილობას იჩენს.
როგორც ჭიაბერაშვილმა ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებული რამდენიმე სოფლის მონახულების შემდეგ განაცხადა, წლებია „ქართულ ოცნებას“ დამცავი ინფრასტრუქტურა არ განუახლებია, რომ მდინარემ კალაპოტი არ გადმოლახოს.
„დღეს ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი მოვინახულე, სადაც წუხელ ადიდებულმა მდინარე კაბალმა ოჯახებს ნათესები გაუნადგურა, კარ-მიდამო დაუტბორა, ფრინველი დაუხოცა, გზები მოუშალა. ხომ მძიმეა მიყენებული ზიანი, მაგრამ ოჯახებს სასოწარკვეთაში აგდებს...
რამდენიმე თვის განმავლობაში შეზღუდული იქნება გორი-უფლისციხა და ატენის მიმართულებით მოძრაობა. მდინარე ტანაზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
მშენებლობა სოფელ ხიდისთავის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 1,1 მლნ ლარი გამოიყო.
რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ხიდის გამოკვლევის პროცესში დაფიქსირდა შემდეგი დეფექტები და დაზიანებები:
გამოფიტულია სანაპირო ბურჯების საკარადე კედლების ბეტონი; ჩამოშლილია შუალედი ბურჯების რიგელების დამცავი ფენი ბეტონი; დაზიანებულია...
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროში საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები და სკოლის ეზოც. დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მათივე...
ხარაგაულში სკოლების რეაბილიტაციისთვის 2020 წელს მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 410 ათასი ლარი მიიღო. შვიდი სკოლის შენობაში სველი წერტილების მოსაწყობად მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმა.ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ბორითის, ვაშლევის, წიფის, ვარძიის, ლაშესა და ბაზალეთის სკოლებში საპირფარეშოების მოწყობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სწავლის დაწყებამდე მოესწრება. ეს ინფორმაცია ამ სკოლების დირექტორებისგან მოვიპოვეთ.
სველი წერტილების მოწყობა ვახანის სკოლაში შეჩერდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „კაბადოკიასთან“...
გორში სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. ამისათვის 3 მლნ ლარი გამოიყო.
ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულოს.
პროექტის მიხედვით, ძველი ხიდიდან ბარათიშვილის ძეგლამდე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიცვლება.
რაც შეეხება ქვაფენილს, მას ძველი ხიდიდან გზის გარკვეულ მონაკვეთამდე გამოიყენებენ.
წინა სტატია
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო პროცესში სასულიერო პირის ჩარევადაა შეფასებული.
„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც...
ოზურგეთის მერიასთან კონჭკათის და ორმეთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი კონჭკათის თემში დაახლოებით ოთხ კილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
გადაუღებელმა წვიმებმა ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეუქმნა, ისედაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა უფრო გამოვიდა მწყობრიდან და მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაც კი შეუძლებელი გახდა გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება.
მოსახლეობა ასევე ითხოვს გარე განათებას, რადგან, როგორც კი შებინდდება სახლიდან გასვლა უკვე საშიშია. სოფელში მომრავლებული...
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ19,5-კმ35 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჟამად, ასფალტის საფარი იგება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 914 680 ლარია.
სამუშაოებს კომპანია "New Road" ახორციელებს.
ქობულეთის შემდგომ ხელვაჩაური. უწყლობის პრობლემა ქვედა ჯოჭოში მცხოვრებლებს წლებია აწუხებთ. ჯერ იყო და კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჭირდა ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ახლა კი ზაფხულის მცხუნვარე ამინდების ფონზე იტანჯებიან ადამიანები სასმელი წყლის გარეშე. წლების განმავლობაში გადაუჭრელი საკითხი, რომელზეც მუნიციპალიტეტის მერია ვერ რეაგირებს, - ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ამ მილიდან სასმელი წყალი მხოლოდ იმ შემთვევაში მოდის თუ კი წინა დღით იწვიმა. ამ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































