„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეზღუდვის მიზეზი სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 00:00 საათზე აღდგება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეფერხების ზუსტი მიზეზი „საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 39კმ-ში, ჯუმათი-ლანჩხუთის გადასარბენის (კმ68 პკ2-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ე.წ. „ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე არსებული ფენილქვეშა ლიანდაგის შეკეთების (ამოსაღებია ფენილი, გამოსაჭრელია ღორღი და შესაცვლელია ახალი ღორღით, ასევე შესაცვლელია რელსები და სამაგრისები) და სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა“.