გორში სამეფო ქუჩაზე ქვაფენილი დაიგება

331

გორში სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. ამისათვის 3 მლნ ლარი გამოიყო.

ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულოს.

პროექტის მიხედვით, ძველი ხიდიდან ბარათიშვილის ძეგლამდე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიცვლება.

რაც შეეხება ქვაფენილს, მას ძველი ხიდიდან გზის გარკვეულ მონაკვეთამდე გამოიყენებენ.