გირჩის განცხადებით, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი არ არის წარდგენილი, პარტია ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს.
“ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში”, — წერია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად გირჩი პარტიის წევრებში ეძებს მსურველებს, ვისაც რომელიმე ოლქში საკუთარი კანდიდატურის დატენება სურს.
“პირველ ეტაპზე გვაინტერესებს, რამდენ თქვენთაგანს და რომელ ოლქში სურს, საკუთარი კანდიდატურის დაყენება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა კონკრეტულ ოლქში, გირჩს მეტ ხმას მოუტანს, მაშინ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა” , — წერია განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, გამოკითხვა ოთხშაბათს, 12:00 საათზე დასრულდება, რადგან მათ საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მიიღონ.
31 ივლისს, გირჩმა პროპორციული საპარლამენტო სიის პირველი ათეული წარადგინა. საპარლამენტო არჩევნების ათეული პარტიის მხარდამჭერებმა პრაიმერიზით გამოავლინეს.