თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის გაფართოებისა და ბეტონის დასხმისათვის საჭირო წინასწარი სამუშაოები მიმდინარეობს. “აღნიშნული გზის რეაბილიტაციას, რომელიც ამორტიზებული და ვიწრო იყო, ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა. პროექტი, გზის გაფართოებისა და მეწყრული პროცესების შეჩერების მიზნით, ხუთი საყრდენი კედლის მოწყობასაც ითვალისწინებს. ჯამურად, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი”, – აცხადებს თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი. აღნიშნული გარდამავალი პროექტი რეგიონში...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის მე-15 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რადგან ამ დრომდე, მათ ქუთაისის ბიუროსთვის მიმართვა უწევდათ. მათივე ცნობით, საკონსულტაციო ცენტრის ადვოკატი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის, კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა. საკონსულტაციო ცენტრი...
video
აწყურში თვითმმართველობა სარწყავი წყლის სისტემის მილებს ამატებს, თუმცა ადგილობრივების ნაწილი სამუშაოებს აპროტესტებს და ამბობს, რომ თუ მილები ისე გაკეთდება, როგორც ახალციხის მერია გეგმავს, ბიუჯეტიდან ფული ტყუილად დაიხარჯება, წყლით კი ადგილობრივები ვერ ისარგებლებენ. ახალციხის მერიაში ამტკიცებენ, რომ წყალი ყველას ნაკვეთამდე მივა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სარწყავი წყლის გამო, აწყურში მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირსპირდა. მცხოვრებლების ნაწილი ფიქრობს, რომ მერია სარწყავი წყლის მილების...
ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა. ამ ეტაპზე მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ 95 მილიონი ლარით ფინანსდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და...
წინა სტატია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხულოს საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე სცემეს. ინციდენტში ფიგურირებდა პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე. ბოლქვაძე ხულოს მაჟორიტარი დეპუტატია, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ''ქართული ოცნების'' კვოტით იყრის კენჭს. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. საკითხზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ოპონენტები კანდიდატებს ბინძური მეთოდებით ებრძვიან. რაც შეეხება ანზორ ბოლქვაძეს,...
ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი ჯარიმების გამოწერას აპროტესტებენ და მერიის წარმომადგენლებს ვაჭრობის უფლებას სთხოვენ. ყვებიან, რომ ყოფილი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდნენ, თუმცა იქ მოქალაქეები პროდუქციის შესაძენად არ დადიან. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. აქციის მონაწილეების თქმით, მაკონტროლებლები ყოველდღე აფრთხილებენ და რამდენიმე მათგანი 500 ლარით დააჯარიმეს, თანხის გადახდის საშუალება კი მათ არ აქვთ. ისინი მერიას ჯარიმების შემსუბუქებას და სავაჭროდ სხვა ალტერნატიული...
წინა სტატია ადიგენის სოფელ დერცელში, შვიდ ჰექტარ მიწის სადავო ნაკვეთზე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა თიბვა განაახლეს. ადგილობრივები, რომლებიც ამავე ნაკვეთს წლების განმავლობაში ეპატრონებოდნენ, ამბობენ, რომ მღვდლებმა დადებული შეთანხმება დაარღვიეს და სასამართლო გადაწყვეტილებას არ ელოდებიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. დერცელსა და კიკიბოში დაახლოებით შვიდი ჰექტარ მიწის ფართობზე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა თიბვა ივლისის შუა რიცხვებში დაიწყეს. ამის გამო, ადგილობრივებმა პროტესტი გამოთქვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ...
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ტენდერი ივნისში უნდა გამოეცხადებინა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ფინანსური პრობლემები შეიქმნა და პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 23 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამ დრომდე, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი არ გამოცხადებულა.კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის...
თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ, პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ობიექტზე გეგმიური შემოწმება დღეს განახორციელეს. შემოწმების დროს გაირკვა, რომ ბაზარს თერმოსკრინინგისთვის განკუთვნილი ორი თერმომეტრი არ აქვს. ბაზრის ადმინისტრაციას თერმომეტრის შეძენა უახლოეს საათებში დაევალა. წინააღმდეგ შემთხვევაში აგრარული ბაზარი დაჯარიმდება. ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის ინფორმაციით, მუშაობა დარღვევის აღმოფხვრისათვის უკვე მიმდინარეობს. ,,თერმომეტრის შესაძენად, ვადა ხვალ დილამდე...
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, ურნების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა; პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე-მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული...
„მსურს ოზურგეთის მოსახლეობას და მთლიანად რაიონს მივულოცო ინტერნეტიზაციის პროექტის დაწყება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული საპილოტე რეგიონის 49 დასახლებული პუნქტი, რომლებსაც, მიმდინარე წლის ბოლოს უკვე ექნებათ წვდომა უმაღლესი ხარისხის ოპტიკურ-ბოჭკოვან სწრაფ ინტერნეტთან. ეს არის იმ დიდი პროექტის დასაწყისი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ და რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს არის დაახლოებით 1064 დასახლებული პუნქტი და ნახევარი...
სამტრედიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, გამოვლინდება "საუკეთესო კარ-მიდამოს მფლობელი". ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. პირველი ადგილის მფლობელს 1000, მეორე ადგილზე გასულს 800, ხოლო მესამეზე 600 ლარი გადაეცემა. კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინოთ კარ-მიდამოს 3 ფოტო-სურათი, მიუთითოთ მისამართი და საკონტაქტო ნომერი. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური. რეგისტრაციის ვადა 31 ივლისიდან 15 აგვისტომდეა.
"ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილებამ 2019 წლის სექტემბრის თვიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში განახორციელა და ახორციელებს ზედამხედველობა/მონიტორინგს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად გაფორმებული 262 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, ჯამში 50030534 ლარის ოდენობით",- ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტების განყოფილება საკრებულოს სხდომაზე წარადგენს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ზედამხედველობის სამსახურისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის შედეგად გამოთავისუფლებულია 6324600 ლარი. დოკუმენტის...
გორში, სამეფო ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საუბარია ძველი კინო-თეატრის შენობაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. როგორც რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა უთხრა, შენობის ტერიტორიაზე მშენებლობის შესახებ ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქმის კურსშია. "კერძო მესაკუთრე აშენებს ამ ადგილას სავაჭრო ცენტრს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ოთხსართულიანი შენობა იქნება. ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მისცა შესაბამისი ნებართვა, თუმცა...
ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი დეფაქტო ხელისუფლებამ ისევ ცალმხრივად გახსნა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. დეფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხიდი 5-დან 9 აგვისტოს ჩათვლით იქნება გახსნილი. მანამდე, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას საკითხი ენგურის ხიდზე "ჰუმანიტარული დერეფნის" კვლავ გახსნის შესახებ. "მოსაზღვრე ტერიტორიაზე ბევრია აფხაზეთის მოქალაქე და გალის რაიონის მცხოვრები, რომლებსაც ბინადრობის დროებითი მოწმობა გააჩნიათ. ისინი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში, „კავალერიის შენობის“ რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს ახორციელებს. სამუშაოები მსოფლიო ბანკის 3 მილიონი ლარის დაფინანსებით მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით,  პროექტი ითვალისწინებს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე „კავალერიის კორპუსის" სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სველი წერტილები. დაგეგმილია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ