ფოთის მერია: ცენტრალურ პარკში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

413

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, ურნების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა; პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე-მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 819 427 ლარს შეადგენს.