თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ, პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ობიექტზე გეგმიური შემოწმება დღეს განახორციელეს.
შემოწმების დროს გაირკვა, რომ ბაზარს თერმოსკრინინგისთვის განკუთვნილი ორი თერმომეტრი არ აქვს.
ბაზრის ადმინისტრაციას თერმომეტრის შეძენა უახლოეს საათებში დაევალა. წინააღმდეგ შემთხვევაში აგრარული ბაზარი დაჯარიმდება.
ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის ინფორმაციით, მუშაობა დარღვევის აღმოფხვრისათვის უკვე მიმდინარეობს.
,,თერმომეტრის შესაძენად, ვადა ხვალ დილამდე მოგვცეს. სხვა შემთხვევაში, დაგვაჯარიმებენ და ხელახალ ვადას მოგვცემენ. ცხადია, ბაზარს არ უღირს ჯარიმებზე მუშაობა. სხვა შემთხვევაში ობიექტის დახურვა მოგვიწევს”, – განაცხადა თურქოშვილმა.