გორში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდება

643

გორში, სამეფო ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საუბარია ძველი კინო-თეატრის შენობაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

როგორც რადიო “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა უთხრა, შენობის ტერიტორიაზე მშენებლობის შესახებ ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქმის კურსშია.

“კერძო მესაკუთრე აშენებს ამ ადგილას სავაჭრო ცენტრს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ოთხსართულიანი შენობა იქნება. ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მისცა შესაბამისი ნებართვა, თუმცა შენობის წინა ფასადი, რაც დღემდე შემორჩენილია, ძველი იერსახით შენარჩუნდება. სახელი და გვარი არ ვიცი, ვინ აშენებს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ადგილობრივი ბიზნესმენია”, – განაცხადა თავზარაშვილმა.