“ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილებამ 2019 წლის სექტემბრის თვიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში განახორციელა და ახორციელებს ზედამხედველობა/მონიტორინგს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად გაფორმებული 262 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, ჯამში 50030534 ლარის ოდენობით”,- ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტების განყოფილება საკრებულოს სხდომაზე წარადგენს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ზედამხედველობის სამსახურისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის შედეგად გამოთავისუფლებულია 6324600 ლარი.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები. კერძოდ:
(შ.პ.ს “არტ სტარი”, შ.პ.ს “ბაბი XXI”, შპს “ნილუ“, შ.პ.ს “დარო-დორი“, შ.პ.ს “დასე“, შ.პ.ს “მადლი”, შ.პ.ს “პრაიმ-ენერჯი“, შ.პ.ს “ჯიგო“, შ.პ.ს”ხაჩა“) შეუწყდა ხელშეკრულების მოქმედება (ჯამში 15 ხელშეკრულება) და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, ხოლო სხვადასხვა კომპანია, რომლებთანაც მერიას ჯამში 43 ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევის გამო, დაჯარიმდა.