სამტრედიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, გამოვლინდება “საუკეთესო კარ-მიდამოს მფლობელი”. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
პირველი ადგილის მფლობელს 1000, მეორე ადგილზე გასულს 800, ხოლო მესამეზე 600 ლარი გადაეცემა.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინოთ კარ-მიდამოს 3 ფოტო-სურათი, მიუთითოთ მისამართი და საკონტაქტო ნომერი.
გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური. რეგისტრაციის ვადა 31 ივლისიდან 15 აგვისტომდეა.