მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის - "შენი იდეა ბათუმს" - იდეების მიღება დაიწყო. პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ბათუმელებს იდეების დარეგისტრირება ვებპლატფორმაზე - www.idea.batumi.ge დღეიდან, 5 აგვისტოდან, 2020 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
მოქალაქეების მიერ დარეგისტირებული იდეები შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა ქმნიდეს საზოგადოებრივ სიკეთეს; უნდა იყოს მუნიციპალური საკუთრება; უნდა ხორციელდებოდეს ბათუმის საზღვრებში; უნდა იყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება; უნდა ხორციელდებოდეს 1 წლის ფარგლებში; არ...
სტატიის გაგრძელება
ტვ "პირველის" ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ მარკეტში "ქართული ოცნება" კიტრს და პომიდორს უფასოდ არიგებს. ტელეკომპანიის ცნობითვე, ადგილზე მყოფმა ადამიანებმა, ვინც პროდუქტის უფასოდ წასაღებად იყო მისული, თქვეს, რომ ბოსტნეულს მმართველი პარტია არიგებს. როგორც ტვ "პირველის" ჟურნალისტი ამბობს, პროდუქტის წაღება ყველას შეეძლო, ვინც ქობულეთშია რეგისტრირებული. პირს უნდა ეთქვა გვარი და სახელი, წარედგინა პირადი ნომერი და მას პროდუქტს გაატანდნენ.
ფაქტს "ქართული ოცნება" კატეგორიულად...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება და ძალიან მალე საპასუხისმგებლო პოსტს დაიკავებს , - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, არჩილ ჯაფარიძეს თანამდებობა რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო არ დაუტოვებია და მას წასვლა დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.
„ლოგიკა და ეგეთი კავშირების გამოძებნა, არასდროს გაუჭირდება...
„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, "MMT ჰოსპიტალში" იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კადრებით, თანამედროვე აპარატურის აღჭურვილობით, ეს სამედიცინო ცენტრი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, გახდეს საქართველო ჯანდაცვის მიზიდულობის ცენტრი მსოფლიოში.
სერგო ჩიხლაძემ ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზეც, რომელიც უნდა რეფორმირდეს ჯანდაცვის სფეროში, რომელიც ეხება ჯანდაცვის პოლიტიკას, სისტემის დაფინანსების სქემებს, რომ მორგებული იყოს პაციენტებზე და ჯანდაცვის მუშაკებზე.
„დღევანდელი ვიზიტი „MMT ჰოსპიტალში“, რომელსაც...
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მარტში პანდემიის გამო დაიკეტა, ვიზიტორებისთვის ჯერ კიდევ არ გახსნილა. ექვსთვიან პერიოდში მუზეუმმა 6 000 ლარამდე ზარალი ნახა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მუზეუმი 2020 წლის 8 მარტს დაიხურა. აქ აცხადებენ, რომ ამ პერიოდში 5 000 ვიზიტორი დაკარგეს:
„ჯერჯერობით არ გავხსნილვართ. ამ ეტაპზე, ვერ ვაკმაყოფილებთ უსაფრთხიების ზომებს, არ გვაქვს შესაბამის თანხები. ველოდებით, რომ სააგენტომ შეგვიძინოს დეზობარიერები და მსგავსი საჭირო...
შემდეგი სტატია
"როგორც ჩანს, ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს..." - დაწერა გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა შმაგი ხუბულურმა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედაზე. მან Facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ის საელჩოსთან გადაღებული თამაზაშვილის ფოტო ამ წარწერით გააზიარა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პოსტი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, ხუბულურის Facebook გვერდზე ის აღარ იძებნება. ინფორმაციას ფორმულა ნიუსი ავრცელებს.
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ბაჩალიაშვილის დედაზე დაწერილ...
2020 წლის 21 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „ახალგაზრდული იდეების კონკურსი“ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება მარნეულში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მუნიციპალიტეტში განაცხადების მიღება 7 აგვისტოს მთავრდება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტმა მარიამ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში 15-დან 20-მდე საპროექტო განაცხადის მიღებას ელოდებიან.
„ჩვენ, გარდა იმისა, რომ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია ოფიციალური სოციალური...
პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. პარტიის საარჩევნო პროგრამა ეფუძნება გაერო-ს განვითარების 17 გლობალურ მიზანს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ წარდგენილი პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ საზოგადოებაში ხელშესახები ცვლილებები განხორციელდეს.
„პროგრამა რეალურად მოგვცემს საშუალებას, რომ ხელშესახები ცვლილებები შევიტანოთ ჩვენი საზოგადოების ოჯახებში, როგორც სოციალური განვითარების, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე, ჯანდაცვის და განათლების რეფორმირების მიმართულებით და რაც მთავარია, გაძლიერდეს როგორც...
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს.
„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს.
როგორც ფონდში აცხადებენ, აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს...
გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. გორის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებზე მოქალაქეებს დაურიგდებათ საპროექტო ინიციატივების განაცხადის ფორმები, რომლებიც უნდა შეავსონ და მერიაში წარმოადგინონ.
მათივე ცნობით, პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 980 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ზონაზე განაწილდება.
„გასული წლებისგან განსხვავებით ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის...
წალკის სოფელ არსარვანში წყალი ქრება, გზის პრობლემა მოუგვარებელია, ბუნებრივი აირი კი არასდროს ჰქონიათ
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანში (არჯევან-სარვანში) მოსახლეობას გზის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის პრობლემები აწუხებს. ისეთი სახის პრობლემები, როგორიცაა საძოვარი ტერიტორიების ნაკლებობა, ბუნებრივი აირის არარსებობა და გზის მოუწესრიგებლობა, საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტში გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი მუნიციპალიტეტი, მარნეულის მსგავსად, წალკაა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
არსარვანის მოსახლეობა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ სოფელში წლებია გზა და გაზი არ აქვთ. მათი თქმით, სხვა, მეზობელ...
თამარისის ძიუდოს დარბაზის მშენებლობის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „ბა-ნი“, მას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს. ტნდერის ღირებულება 408 452 ლარს შეადგენს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„სატენდერო კომისიამ დაადგინა, შპს „ბა-ნი“-ს მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 16/06/2017 წლის N12 ბრძანების...
აჭარის მთავრობის თანამშრომელი მთავრობის წინააღდეგ. ავთანდილ ბოლქვაძე პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდა. აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში დასაქმებული ამტკიცებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მისი კადრი მიუღებელი განსახვევებული აზრის გამოა. ბოლქვაძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს. ამბობს,რომ მის მიმართ მიზანმიმართულ დევნას არჩილ ჩიქოვანი ახორციელებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, თუმცა, მოკვლევას მაინც დაიწყებენ. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელი უწყებას ღიად კიდევ...
აჭარის უმაღლეს საბჭოში კანონის პროექტის - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-19 სხდომაზე მიიღეს. საკითხებზე, რომლებიც ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარუდგინა, მომხსენებელი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე...
„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ უფროსად 30 ივლისს ბესო კვირიკაშვილი დაინიშნა. ჩემი ხარაგაული წერს, რა გეგმები და ხედვები აქვს ახალ ხელმძღვანელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
– საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი და ადგილობრივი ხელისუფლების შემოთავაზება ჩემთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა, – ამბობს ბესო კვირიკაშვილი, – ჩვენი სამსახური ბევრი გამოწვევის წინაშეა, მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი.
„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 080 ათასი ლარით...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი 4 262 000 ლარად გამოაცხადა. დაგეგმილია როგორც ლეღვანის, ასევე პატარა ხარაგაულის წყლის სისტემების რეაბილიტაცია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, განსაზღვრულია ლეღვანის წყალსადენის სისტემის სრული რეაბილიტაცია, დიდვაკისა და საღანძილის ჩათვლით, და პატარა ხარაგაულში ალტერნატიული სისტემის მოწყობა.
წყალმომარაგების კომპანია ხარაგაულში 24 საათიანი წყალმომარაგების აღდგენას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს 3 608 814 ლარად გამოცხადებული ტენდერი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































