სერგო ჩიხლაძე: „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ჯანდაცვის რეგიონული ცენტრი გახდეს

1138

„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, “MMT ჰოსპიტალში” იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კადრებით, თანამედროვე აპარატურის აღჭურვილობით, ეს სამედიცინო ცენტრი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, გახდეს საქართველო ჯანდაცვის მიზიდულობის ცენტრი მსოფლიოში.

სერგო ჩიხლაძემ ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზეც, რომელიც უნდა რეფორმირდეს ჯანდაცვის სფეროში, რომელიც ეხება ჯანდაცვის პოლიტიკას, სისტემის დაფინანსების სქემებს, რომ მორგებული იყოს პაციენტებზე და ჯანდაცვის მუშაკებზე.

„დღევანდელი ვიზიტი „MMT ჰოსპიტალში“, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ნამდვილად, შეიძლება, გავხდეთ რეგიონში ჯანდაცვისა და მიზიდულობის ცენტრი, იმიტომ რომ ეს ჰოსპიტალი, კიდევ ერთხელ, ადასტურებს როგორი მაღალი კლასის პროფესიონალები მუშაობენ, ახალგაზრდა პროფესიონალები, მაგრამ უკვე გამოცდილები თავიანთ საქმიანობაში.

ცენტრი აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე აპარატურით, რომელიც ჯერ არ არის, არც თურქეთში, არც ჩვენს მეზობელ რესპუბლიკებში, არც რუსეთში და ევროპის ბევრ ქვეყანაშიც კი, ამიტომ ნამდვილად წამყვანი, თანამედროვე აღჭურვილობით და მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ცენტრია, რომელიც მკურნალობს უროლოგიურ, ონკოლოგიურ პრობლემებსა და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ , რომ ის, რაც “სტრატეგია აღმაშენებელს” აქვს, ამბიცია და გეგმა, რომ საქართველო გახდეს ჯანდაცვის მიზიდულობის ცენტრი მსოფლიოში და გავხდეთ ლიდერები და ჰაბი გახდეს საქართველო, ამის რეალური შესაძლებლობა არის. ერთადერთი შესაცვლელია ჯანდაცვის პოლიტიკა, სისტემის დაფინანსების სქემები, რომ ის მორგებული იყოს პაციენტზე და მორგებული იყოს მთლიანად ჯანდაცვის მუშაკებზე”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.