“შენი იდეა ბათუმს” – 2021 წლის იდეების მიღება დაიწყო

1169

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის – “შენი იდეა ბათუმს” – იდეების მიღება დაიწყო. პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ბათუმელებს იდეების დარეგისტრირება ვებპლატფორმაზე – www.idea.batumi.ge დღეიდან, 5 აგვისტოდან, 2020 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

მოქალაქეების მიერ დარეგისტირებული იდეები შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა ქმნიდეს საზოგადოებრივ სიკეთეს; უნდა იყოს მუნიციპალური საკუთრება; უნდა ხორციელდებოდეს ბათუმის საზღვრებში; უნდა იყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება; უნდა ხორციელდებოდეს 1 წლის ფარგლებში; არ უნდა იწვევდეს მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს. იდეის წარდგენა კი ბათუმში რეგისტრირებულ საქართველოს  ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია.

წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პირის რეგისტრაციის პროცედურის გამარტივება, რომლის შედეგადაც მოქალაქეს საშუალება აქვს, ვებ-გვერდიდან www.idea.batumi.ge მარტივად მოახდინოს  პირველადი რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზევე არსებული ფორმის შევსებით.

რეგისტრაციის გავლა ასევე შესაძლებელია ბათუმის მერიასა (ლ. ასათიანის ქ. N 25) და მერიის 14 სერვისცენტრში.

საბოლოო გამარჯვებულ იდეებს მოქალაქეები ვებ-გვერდზე ხმის მიცემის გზით გამოავლენენ. პროექტის ჯამური ბიუჯეტი კვლავ 500 000 ლარია.

პროექტის 2021 წლის განხორციელების ციკლი კი ასეთია:

პროექტს – “შენი იდეა ბათუმს” ბათუმის მერია და  ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო 2019 წლიდან ახორციელებენ. მხარდამჭერები კი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia და  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არიან.

დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე.