ქართული ოცნება, კიტრი და პომიდორი – ვინ არიგებს ქობულეთის ერთ-ერთ მარკეტში ბოსტნეულს უფასოდ

675

სტატიის გაგრძელება

ტვ “პირველის” ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ მარკეტში “ქართული ოცნება” კიტრს და პომიდორს უფასოდ არიგებს. ტელეკომპანიის ცნობითვე, ადგილზე მყოფმა ადამიანებმა, ვინც პროდუქტის უფასოდ წასაღებად იყო მისული, თქვეს, რომ ბოსტნეულს მმართველი პარტია არიგებს. როგორც ტვ “პირველის” ჟურნალისტი ამბობს, პროდუქტის წაღება ყველას შეეძლო, ვინც ქობულეთშია რეგისტრირებული. პირს უნდა ეთქვა გვარი და სახელი, წარედგინა პირადი ნომერი და მას პროდუქტს გაატანდნენ.

ფაქტს “ქართული ოცნება” კატეგორიულად უარყოფს.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/3378735315505845/