გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი 4 262 000 ლარად გამოაცხადა. დაგეგმილია როგორც ლეღვანის, ასევე პატარა ხარაგაულის წყლის სისტემების რეაბილიტაცია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, განსაზღვრულია ლეღვანის წყალსადენის სისტემის სრული რეაბილიტაცია, დიდვაკისა და საღანძილის ჩათვლით, და პატარა ხარაგაულში ალტერნატიული სისტემის მოწყობა.
წყალმომარაგების კომპანია ხარაგაულში 24 საათიანი წყალმომარაგების აღდგენას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს 3 608 814 ლარად გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.
სატენდერო კომისიის ოქმის თანახმად, პროექტში გათვალისწინებული არ იყო და აბონენტად არ ირიცხებოდა 76 ოჯახი, რომლებსაც წყალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ჭაბურღილებიდან მიეწოდებათ.