ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების აწყურისა და ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო აწყურის ციხისა და საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად მას ტურისტული დატვირთვაც ექნება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად, ვიზიტორებიც ისარგებლებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 409 998 ლარით დაფინანსდა.
თელავში მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 900 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი. მათივე ცნობით, სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. "საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინი" ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 489 080 ლარით ფინანსდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ წელში 175 სამშენებლო ნებართვა გასცა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ანგარიშის მიხედვით, რომელსაც მერია საკრებულოს სხდომაზე წარადგენს, ირკვევა რომ მშენებლობის ნებართვისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებული 20, 0 ათასი ლარისა, შევიდა 40,3 ათასი ლარი. საერთო ჯამში შესრულებამ 201, 6 % შეადგინა. აღნიშნულ ანგარიშს დეპუტატები საკრებულოს მორიგ სხდომაზე მოისმენენ, რომელიც 14 აგვისტოსაა ჩანიშნული.
ფონდი "ტასო" აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა და გოგონათა აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის",რომლის ფინანსური მხარდამჭერია - ფონდი კალალა  (Calala Fondo de Mujeres). კონკურსის მიზნები: დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისკენ მიმართული სათემო აქტივიზმის გაძლიერება; ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა და ქალთა უფლებების დაცვა; მათ შორის - თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობით. არაძალადობრივი კულტურის დანერგვა თემში; საქართველოს რეგიონებში მოქმედი ქალთა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გარეგანათების მოწყობა იგეგმება. ადგილობრივმა თვითმართველობამ დამია გეურარხში, ქვემო სარალსა და კასუმლოში გარეგანათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 249 669 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. როგორც ჩვენთან საუბარში მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა, ქვემო სარალსა და დამია გეურარხში განათება ადგილობრივი ბიუჯეტით კეთდება, ხოლო კასუმლოს შემთხვევაში, დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც აქვთ. აღნიშნული ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტმა დღეს, 5 ავისტოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება...
ლაგოდეხში, მდინარე ლაგოდეხის ხევზე, სოფელ ვერხვისმინდორში, მდინარე არეშსა და სოფელ განჯალაში – მდინარე კაბლის სანაპიროზე, წყლის დამცავი გაბიონის მშენებლობა გრძელდება. სოფელ ჭაბუკიანში – ნაშოვარის  გადასავლელ არხზე ნაპირსამაგრი გაბიონის სამუშაოები უკვე დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უახლოეს პერიოდში სოფელ არეშფერანში მდინარე აფენის ხევის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე 235 გრძივი მეტრი ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. დამცავი გაბიონების მშენებლობა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან  ფინანსდება და მისი ღირებულება 752 067.23 ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს სანიაღვრე არხების მოწყობისათვის  ათამდე მსხვილი პროექტი დაიგეგმა. ლაგოდეხში დამცავი სანიაღვრე...
მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მარტვილის მერიის ცნობით, თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 44 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები. ამ დროისთვის, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები: თამაკონი – მილხიდის და გაბიონის მოწყობა; თამაკონი – გზის მოხრეშვა; თარგამეული – წყალამრიდი ფრთების და გადასასვლელის მოწყობა; პირველი ნამიკოლაო – წყალამრიდი...
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქტიშვილის განცხადებით, ზამთრის პერიოდში, ნოემბერი - დეკემბერი-იანვარი-თებერვლის თვეებში კვლავ დაიფარება იმავე კატეგორიისა და რაოდენობის ოჯახების კომუნალური გადასახადები, როგორც ეს აქამდე გაკეთდა. ამასთანავე, ცქიტიშვილის შეფასებით, ახალი ანტიკრიზისული პაკეტი საკმაოდ მოცულობითია და 400 მილიონი ლარის ღირებულების ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს. „ჩვენ ვეცადეთ, მაქსიმალურად ფართო წრე ყოფილიყო იმ პირების, ვისაც სახელმწიფო დაეხმარებოდა და 17 წლის ჩათვლით ბავშვების...
„თავისუფალი საქართველო“ 18 წლის ზემოთ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საშუალებას აძლევს ქვეყნის მართვის პროცესებში აქტიურად ჩაერთოს. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, პარტია დეპუტატობის მსურველ კანდიდატებს იწვევს. „თავისუფალი საქართველო“ ვიწრო შიდაპოლიტიკურ ინტერესებს არ განეკუთვნება. საპარლამენტო არჩევნებში, არა მხოლოდ პარტიულ, არამედ უპარტიო კანდიდატებსაც წარვადგენთ. ამიტომაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია პირადად მოგვმართოს დედაქალაქსა თუ რეგიონებში და აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში,...
პროექტი მერების შეთანხმება აღმოსავლეთით (#CoMEast) და #მერებისშეთანხმებისმხარდამჭერი საქართველოში, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსის, მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების/მუნიციპალიტეტების შორის “საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე – 2020-ს – ის ორგანიზატორი” პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში – მაკა პეტრენკო გახდა. ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა გამარჯვებულს ჯილდო ელექტრო სკუტერი და სერთიფიკატი გადასცა. შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ოთარ ჩხეიძე და ასევე კომუნიკაციის ექსპერტი...
ერთხელ მახსოვს პარლამენტში დებატებისას ოპოზიციის წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და თქვენ ეს უნდა გააგრძელოთო, დაეხმაროთო. ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ-მეთქი და ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ გავიხსენებ მეთქი და ვიხსენებ ახლა ამ მომენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თავდაპირველად ითქვა, რომ საქართველოს მთავრობის დახმარება იქნება ეტაპობრივი და სამართლიანი. „ეს...
წინა სტატია მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია. მინდა, ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბავშვები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სოციალური დახმარების მიზნობრიობაც ამის მიხედვით განისაზღვრა. „ოჯახები, განსაკუთრებით მრავალშვილიანები, რომლებმაც ეკონომიკური კრიზისის დარტყმას უნდა გაუძლონ, ნორმალურ სასწავლო პროცესის დაწყებაში უნდა...
მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი შენდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. მარტვილის მერიის ცნობით, აგრობაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. “პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ სოსო გოგია ასრულებს. პროექტი გარემოვაჭრეებთან კონსულტაციითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წინა სტატია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე აჭარის მთავრობის პროგრამებზე და კონკრეტულად, სოფლის მეურნეობის იმ პროგრამებზე საუბრობს, რომელიც პანდემიის პირობებში, საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში ამოქმედდა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, ამოქმედდა სამი ძირითადი პროგრამა: ხვნა-თესვის პროგრამა, საჩითილე მეურნეობების განვითარების პროგრამა მოსახლეობაში და სასათბურე მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციის განაწილება მოსახლეობაში. “მაისის ბოლოსთვის დავიწყეთ სასათბურე მეურნეობებში პროდუქციის მოყვანა. მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის სურსათით მომარაგება. ილუზია...
7 აგვსიტოდან წნორის აგროსკოლის პატარა ფერმერები კაფე "მზიურში" მათ მიერვე მოყვანილი მოსავლის გაყიდვას იწყებენ. აგრო მარკეტიდან შემოსული თანხას კი ქიზიყელი პატარა ფერმერები #ცოდნის_კაფეს_ასაშენებლად გადარიცხავენ იმისთვის, რომ მომდევნო წლიდან უფრო მეტმა ბავშვმა და თინეიჯერმა შეძლოს აგრო ცოდნების მიღება. წნორის "ცოდნის კაფე" ღონისძიების შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.   "წნორის აგროსკოლის პატარა ფერმერებს ბოსტნეულის მოსავლის დრო დაუდგათ და თბილისურ #აგრო_მარკეტზე, კაფე მზიურში თქვენთან...
წინა სტატია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების, ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება. ტიკარაძის თქმით, დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი. „განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ