თელავში, მეგობრობის ქუჩაზე ასფალტი იგება

594

თელავში მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 900 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

მათივე ცნობით, სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. “საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინი” ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 489 080 ლარით ფინანსდება.