მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გარეგანათების მოწყობა იგეგმება. ადგილობრივმა თვითმართველობამ დამია გეურარხში, ქვემო სარალსა და კასუმლოში გარეგანათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 249 669 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
როგორც ჩვენთან საუბარში მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა, ქვემო სარალსა და დამია გეურარხში განათება ადგილობრივი ბიუჯეტით კეთდება, ხოლო კასუმლოს შემთხვევაში, დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც აქვთ.
აღნიშნული ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტმა დღეს, 5 ავისტოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენდენტებს 21-26 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.