ერთ წელში გორის მერიამ 175 სამშენებლო ნებართვა გასცა

755

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ წელში 175 სამშენებლო ნებართვა გასცა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ანგარიშის მიხედვით, რომელსაც მერია საკრებულოს სხდომაზე წარადგენს, ირკვევა რომ მშენებლობის ნებართვისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებული 20, 0 ათასი ლარისა, შევიდა 40,3 ათასი ლარი. საერთო ჯამში შესრულებამ 201, 6 % შეადგინა.

აღნიშნულ ანგარიშს დეპუტატები საკრებულოს მორიგ სხდომაზე მოისმენენ, რომელიც 14 აგვისტოსაა ჩანიშნული.