„თავისუფალი საქართველო“ 18 წლის ზემოთ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საშუალებას აძლევს ქვეყნის მართვის პროცესებში აქტიურად ჩაერთოს. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, პარტია დეპუტატობის მსურველ კანდიდატებს იწვევს.
„თავისუფალი საქართველო“ ვიწრო შიდაპოლიტიკურ ინტერესებს არ განეკუთვნება. საპარლამენტო არჩევნებში, არა მხოლოდ პარტიულ, არამედ უპარტიო კანდიდატებსაც წარვადგენთ. ამიტომაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია პირადად მოგვმართოს დედაქალაქსა თუ რეგიონებში და აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი. პარტიის რიგებში პრივილეგირებული წევრები არ არსებობენ, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტებია: პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და პიროვნული რეპუტაცია, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას უნდა მოხმარდეს. ვისაც მიაჩნია, რომ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მზად ვართ მასთან აქტიურად ვითანამშრომლოთ. იმ ოლქებში კი, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე მსურველი იქნება, ჩავატარებთ პრაიმერს, რომელიც საუკეთესოდან-საუკეთესო კანდიდატს გამოავლენს“, – აცხადებს კახა კუკავა.
„დაინტერესებულ მოქალაქეებს განაცხადების გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის – Freegeorgia2010@gmail.com მეშვეობით. ასევე განცხადების ატვირთვა შესაძლებელია პარტიის ოფიციალურ „ფეისბუქ” გვერდზეც”, – ნათქვამია განცხადებაში.