ფონდი “ტასო” აცხადებს საგრანტო კონკურსს “ქალთა და გოგონათა აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის”,რომლის ფინანსური მხარდამჭერია – ფონდი კალალა (Calala Fondo de Mujeres).
კონკურსის მიზნები:
- დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისკენ მიმართული სათემო აქტივიზმის გაძლიერება;
- ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა და ქალთა უფლებების დაცვა; მათ შორის – თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობით. არაძალადობრივი კულტურის დანერგვა თემში;
- საქართველოს რეგიონებში მოქმედი ქალთა ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერა.
საქმიანობის ფორმები:
- საინფორმაციო შეხვედრები, საგანმანათლებლო სესიები, კამპანიები და აქციები ქალთა უფლებების დასაცავად და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის საკითხებზე;
- ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შემთხვევათა პრევენციისთვის გაწეული საქმიანობა;
- ღონისძიებები ქალთა უფლებების აქტივისტთა უსაფრთხოებისთვის და ქალთა უფლებების დაცვის სამუშაო მიმართულების ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება;
- რეაგირება ულტრამემარჯვენე ძალების რიტორიკაზე: განხილვები ქალთა უფლებების ჭრილში, საინფორმაციო/თემის ცნობიერების ამაღლებისთვის გამიზნული შეხვედრები და განმარტებები;
- სხვ.
მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში მოქმედ რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
პროექტი იწერება დართული განაცხადის ფორმის მოთხოვნების სრული დაცვით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
წარმოდგენილი პროეტების მხარდასაჭერად მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ევროს ეკვივალენტს ლარში; პროექტის ბიუჯეტი შეიძლება აღემატებოდეს მითითებულ თანხას, თუ არსებობს დაფინანსება სხვა წყაროდან ან/და საკუთარი წვლილი.
წარმოდგენილი პროექტების განხორციელების გეგმა არაუმეტეს 7 თვეზე უნდა იყოს გაწერილი;
განაცხადი & დანართები „ფონდს ტასო“ ელ. ვერსიის სახით ეგზავნება მისამართებზე: nino110a@gmail.com და eka@taso.org.ge
სამუშაო გეგმა:
კონკურსის გამოცხადება: 06 აგვისტო, 2020
კონკურსის ვადები: 06 აგვისტო, – 24 აგვისტო , 2020
განმცხადებელთა კონსულტირება: კონსულტაციები სატელეფონო საუბრებით და ელ. ფოსტის საშუალებით.
კონტაქტი „ფონდთან ტასო“:
ნინო ასათაშვილი : 588 88 45 76; nino110a@gmail.com ;
მარინა თაბუკაშვილი: 595 424279; marina@taso.org.ge