წნორის პატარა ფერმერების აგრობაზრობა, ცოდნის კაფეს ასაშენებლად

1022
7 აგვსიტოდან წნორის აგროსკოლის პატარა ფერმერები კაფე “მზიურში” მათ მიერვე მოყვანილი მოსავლის გაყიდვას იწყებენ. აგრო მარკეტიდან შემოსული თანხას კი ქიზიყელი პატარა ფერმერები #ცოდნის_კაფეს_ასაშენებლად გადარიცხავენ იმისთვის, რომ მომდევნო წლიდან უფრო მეტმა ბავშვმა და თინეიჯერმა შეძლოს აგრო ცოდნების მიღება. წნორის “ცოდნის კაფე” ღონისძიების შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს.

 

“წნორის აგროსკოლის პატარა ფერმერებს ბოსტნეულის მოსავლის დრო დაუდგათ და თბილისურ #აგრო_მარკეტზე, კაფე მზიურში თქვენთან შეხვედრას უკვე სუუულმოუთქმელად ელოდებიან!

როდის? 7 აგვისტოს, საღამოს 5 საათიდან.

თქვენთან შეხვედრის პირველი სამზადისი, 8-13 წლის პატარა ფერმერებმა ჯერ კიდევ აპრილის თვიდან დაიწყეს. ცოდნის კაფეს ონლაინ აგრო სკოლაში 5 კულტურის მოყვანა ისწავლეს და პარასკევს, მზიურის კაფეს ეზოში აგრო ბაზარზე დაგახვედრებენ: კიტრს, პომიდორს, კარტოფილს, ბროკოლს.

ჩვენი პატარა სტუმრებისთვის გვექნება სახალისო აგრო ვიქტორინა და გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან აგრო სტიკერებით

უკვე დიდი ჟივილ-ხივილიანი სამზადისი გვაქვს, რომ სოფლიდან თქვენ და თქვენს პატარებს ქორფა ბოსტრნეული ჩამოგიტანოთ

აგრო მარკეტიდან შემოსული თანხას ქიზიყელი პატარა ფერმერები #ცოდნის_კაფეს_ასაშენებლად გადარიცხავენ იმისთვის, რომ მომდევნო წლიდან უფრო მეტმა ბავშვმა და თინეიჯერმა შეძლოს აგრო ცოდნების მიღება.

ამიტომ, აგრო მარკეტზე სიმბოლურად ცოდნის კაფეს ასაშენებელი აგურების ყიდვაც შეგეძლებათ. და ალბათ უკვე იცით, რომ არაფორმალური განათლებისა და კულტურის ოაზისში, “ცოდნის კაფეს” კედლებზე ყველა მაშენებლის სახელი და გვარი იქნება. ცოდნის კაფეს მაშენებლები მშენებლობას ვიწყებთ შემოდგომაზე.

დისტანციური აგრო სკოლის მხარდამჭერები არიან – Austrian Development Agency ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation #AustrianDevelopmentAgency კაფე მზიური • Cafe Mziuri” – წერია წნორის “ცოდნის კაფეს” მიერ “ფეისბუქში” გავრცელებულ ინფორმაციაში.